საჩხერის გამგებელმა არ იცის, რატომ გადაუხადეს მადლობა ოჯახის სიწმინდის დაცვის აქციაზე
დღეს, 17 მაისს, თბილისში პარლამენტის წინ ოჯახის დაცვისთვის მიმდინარე აქციაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს მადლობა გადაუხადეს. On.ge დაინტერესდა, რა როლი ჰქონდა თბილისში ორგანიზებულ აქციაში საჩხერის გამგებელს და რატომ გადაუხადეს მადლობა.
საკითხზე მუშაობისას გაირკვა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი არა კახა სამყურაშვილია, რომელსაც აქციაზე მადლობა გადაუხადეს, არამედ მალხაზ ბაზაძე. ბაზაძე ამბობს, რომ არც მუნიციპალიტეტის და არც მისი კერძო ფინანსებიდან ღონისძიება არ დაფინანსებულა და უკვირს, რატომ გადაუხადეს მადლობა.
კითხვაზე, გამოხატა თუ არ ამ აქციის მიმართ მხარდაჭერა, გამგებელი ასე პასუხობს: "მხარდაჭერა სხვა რამეა, დახმარება კიდევ სხვა. საერთოდ არ ვყოფილვარ ჩართული".
ის ამბობს, რომ იზიარებს ყველა იმ "სიწმინდეს, რა სიწმინდეც ქართველებს გააჩნიათ".
თუმცა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ფეისბუკ გვერდზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ კიდევ 16 მაისს გამოქვეყნდა. ტექსტში ნათქვამია, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.
"ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რათა დედა ღვთისამ თავისი მფარველი კალთა გადააფაროს ჩვენს ოჯახებს. ამ დღესთან დაკავშირებით მთელს საქართველოში იმართება მშვიდობიანი მსვლელობა," - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ტექსტში.
როგორც გამგებელი ამბობს, ის ამ მსვლელობაში არ მონაწილეობდა.
"მე მხარს ვუჭერ ყველა სიწმინდეს, რომელიც გაგვაჩნია ქართველებს და არა სიბინძურეს,"- ამბობს გამგებელი. On.ge-ს სურდა გამგებლისთვის დამატებით ეკითხა, რას გულისხმობდა "სიბინძურეში" და ასევე, რას ფიქრობს ის 17 მაისს თბილისში ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, თუმცა გამგებელმა თქვა, რომ შეხვედრაზე იყო ტელეფონი გათიშა.
დღეს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დასაცავად თბილისის რამდენიმე ადგილზე მოქალაქეების გარკვეული ჯგუფები დილიდან შეიკრიბნენ. თუმცა, პარალელურად მთავრობის კანცელარიის შენობის მიმდიებარე ტერიტორიაზე ძალადობის წინააღმდეგ აქცია იმართებოდა. ოჯახის სიწმინდის დასაცავ აქციაზე მყოფი პირების მცირე ჯგუფი, აქციაზე მისვლიდან რამდენიმე წუთში მთავრობის კანცელარიისკენ დაიძვრნენ, თუმცა, პოლიციამ არ მისცა მათ ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებთან მიახლოების საშუალება.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები