მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები საქართველოში - 31 მაისს ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
31 მაისიდან - 18 ივნისამდე საქართველო რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირში მსოფლიო რაგბის ტოპ 12 ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
ოცწლამდელთა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 2008 წელს ჩატარდა და მაშინვე იქცა ახალი ტალანტებისა და რაგბის ვარსკვლავების სამჭედლოდ. ამ ტურნირში მონაწილე სპორტსმენები, მალვე გადავიდნენ თავიანთი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ექვსი ერის ჩემპიონატსა და სხვა მაღალი რანგის შეჯიბრებებზე იასპარეზეს.
ამ მნიშვნელოვან ტურნირზე სათამაშოდ საქართველოში 11 ქვეყნის ასაკობრივი ნაკრები ჩამოვა:
- არგენტინა
- ავსტრალია
- ინგლისი
- საფრანგეთი
- ირლანდია
- იტალია
- ახალი ზელანდია
- სამოა
- შოტლანდია
- სამხრეთ აფრიკა
- უელსი
წლევანდელ ჩემპიონატზე ინგლისი მოქმედი ჩემპიონისა და 6 ერის გამარჯვებულის სტატუსით წარდგება, რომელიც სწრაფი და სანახაობრივი თამაშითა და წაუგებელი სერიით, დიდი სლემით დაასრულა. თუმცა, ოთხი წლის განმავლობაში მეხუთე ტიტულისთვის ბრძოლა რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის გარეშე მოუწევთ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებული არგენტინის წინააღმდეგ სათამაშოდ.
გამოცდილი მოთამაშეები დააკლდება ახალ ზელანდიასაც, მათ შორისაა ჯორდი ბარეტი, რომლის შესანიშნავი თამაში ოლ ბლექსის გუნდს არ გამორჩა და სავარაუდოდ, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ იქნება გამოძახებული. დანაკლისის მიუხედავად, ახალი ზელანდიის მწვრთნელს, ქრეიგ ფილპოტს გუნდში კარგი მოთამაშეების ნაკლებობა ნამდვილად არ აქვს, რაც ოკეანეთის ოცწლამდელთა ჩემპიონატის მოგებით დაამტკიცა, როდესაც ახალმა ზელანდიელებმა ფიჯი, სამოა და ავსტრალია დაამარცხეს.
ინგლისისა და ახალი ზელანდიისგან განსხვავებით, ავსტრალია საქართველოში გაძლიერებული ნაკრებით ჩამოვა. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ავსტრალიელებმა სუპერ რაგბისა და შვიდკაცას უკვე გამოცდილი მოთამაშეები დაიმატეს, მათ შორისაა ჰენრი ჰატჩსონი, რომლის დებიუტი შვიდკაცა რაგბიში ჯერ კიდევ 2015-16 წლებში შედგა.
საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი სამხრეთ აფრიკაც. „სპრინგბოკსი“ წინა სეზონის გამორჩეული მოთამაშისა და სუპერ რაგბის კლუბ შარქსის წევრის, ქარუინ ბოშის დახმარებით შეეცდება გასული წლის შედეგის გაუმჯობესებას და წესით, მეოთხე ადგილს აღარ უნდა დასჯერდეს.
გასული წლის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი არგენტინა კი წელსაც შესანიშნავ ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირს, ტრავმის გამო, შვიდკაცას მორაგბე, მატიას ოსადჩუკი გამოტოვებს, არგენტინელების შემადგენლობაში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსნებიც იქნებიან, ბაუტისტა დელგუის ჩათვლით.
C ჯგუფში, არგენტინას, ახალგაზრდული ოლიმპიადის გამარჯვებული, საფრანგეთს ნაკრები დაუპირისპირდება, რომელთა რიგებში განსაკუთრებულ ყურადღებას 6 ერის ამომავალი ვარსკვლავი, რომან ნტამეკი იმსახურებს, მით უმეტეს რომ ეს გვარი ფრანგული რაგბის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ლეგენდარული ფრანგი მორაგბის, ემილ ნტამეკის წყალობით.
ტურნირი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის თავის გამოჩენის უნიკალური შანსია. ამ შეჯიბრს მსოფლიო რაგბის ყველა მნიშვნელოვანი პირი, მწვრთნელები, სკაუტები და კლუბების მფლობელები აკვირდებიან და გარდა ეროვნულ ნაკრებში გადასვლის პერსპექტივისა, ახალგაზრდებს კარგ კლუბებში მოხვედრის შანსიც ეძლევათ.
რაგბის მოყვარულებს საშუალება ექნებათ მომავალი ვარსკვლავების თამაშები სტადიონზე ნახონ და ისინი იქამდე გაიცნონ, ვიდრე მათ დანარჩენი მსოფლიო ნახავს. მაგალითად, რაგბის 2015 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების, ახალი ზელანდიის 10 წევრი კარიერის დასწყისში სწორედ ამ ტურნირზე, All Black-ის ოცწლამდელთა რიგებში გამოდიოდა.
საქართველოში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც სხვა მასპინძელ ქვეყნებში, მორაგბეები ადგილობრივ კულტურასაც გაიცნობენ და ეწვევიან ბავშვთა გუნდებს, რა დროსაც პატარა მორაგბეებს თავიანთ რჩევებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ.
წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო სანახავი იქნება, რადგან თორმეტივე მონაწილე გუნდი კარგად მომზადებული და ძლიერი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. განაცხადებიდან უკვე ცნობილია რომ თბილისსა და ქუთაისში გასამართ მატჩებში, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედალოსნები, მსოფლიოს უძლიერესი სარაგბო ტურნირის - სუპერ რაგბის - მოთამაშეები, შვიდკაცა რაგბის ვარსკვლავები და ეროვნული ნაკრების წევრებიც კი იასპარეზებენ.
რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩვენი ნაკრებისთვისაა. ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები ტოპ გუნდებს დაუპირისპირდებიან, რაც მათ გამოცდილებაზე პოზიტიურად აისახება და ეროვნულ ნაკრებში გადასვლის შემდეგ გუნდში უკვე გამოცდილი და ტექნიკური მოთამაშეები გვეყოლება.
ჩემპიონატის მასპინძელი, საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები ჩემპიონატს კარგად მომზადებული შეხვდება. 2016 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტემბა, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მეათე ადგილი დაიკავეს. წელს კი, უკვე გამოცდილ ახალგაზრდულ ნაკრებს, ორი ეროვნულის მოთამაშის, ლაშა ტაბიძისა და გელა აფრასიძის დახმარებით, არაერთი სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია, რითაც კიდევ უფრო გაამყარებენ ქართული რაგბის მზარდ რეპუტაციას.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 31 მაისს, ავჭალის სტადიონზე, 18:00-ზე დაიწყება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები