კანის კინოფესტივალი: მოსაწყენი იზაბელ იუპერი და ჰანეკეს "ბედნიერი დასასრული"
გუშინ, კანის კინოფესტივალზე, მნიშვნელოვანი დღე იყო - ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. დებიუსის დარბაზში ნოა ბაუმბაჰის ახალი ფილმი The Meyerowitz Stories გავიდა. სევდიანი ისტორიის დასრულების შემდეგ პრესა მთავარი როლების შემსრულებლებს - ემა ტომფსონს, დასტინ ჰოფმანს, ადამ სენდლერსა და ბენ სტილერს შეხვდა.
"ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ნოასთან მუშაობა. ფილმსაც ეტყობა, რომ სასიამოვნო გარემოში ვმუშაობდი", - გვითხრა ემა ტომფსონმა.
სასიამოვნო სეანსის მიუხედავად, დღის მთავარი კინომოვლენა მაინც მიჰაელ ჰანეკეს ახალი ფილმის პრემიერა იყო.
ვინც მიჰაელ ჰანეკეს შემოქმედებას კარგად იცნობს, არ გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ მისი ახალი ფილმისგან ბედნიერი დასასრული, რაღაც შოკისმომგვრელსა და ძალადობრივს ველოდით, ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებდა მთავარი როლის შემსრულებელი იზაბელ იუპერი.
შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კანში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს ფილმი გახდა, რომლისგანაც საბოლოოდ მივიღეთ კარგი, მაგრამ მოსაწყენი და ერთფეროვანი ბედნიერი დასასრული.
ფილმის სიუჟტი ენ ლორენისა (იზაბელ იუპერი) და მისი ოჯახის გარშემო ვითარდება, ისინი სამშენებლო კომპანიას ფლობენ, რომელსაც სათავეში, წლების წინ, ენის მამა ჟორჟი (ჟან-ლუი ტრენტინიანი) ედგა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მთავარ როლს იზაბელ იუპერი ასრულებს, შეიძლება ითქვას, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე სუსტი და უსახური როლია. ამასთანავე ძალიან რთული და მოსაბეზრებელი გახდა ისიც, რომ იზაბელი ყველა ფილმში თითქმის ერთი და იგივე ტიპაჟის ქალებს თამაშობს.
ძვირფასო იზაბელ, ვიცით, რომ დიდებული მსახიობი ხარ, უნაკლო და შეუდარებელი, სწორედ ამიტომ გთხოვ, გვაჩვენე, რომ შენი ნიჭი კიდევ უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე შენს მიერ განსახიერებული გენიალური, მაგრამ ერთი ტიპის პერსონაჟები.
ბედნიერი დასასრული ერთის მხრივ ჰანეკეს წინა ფილმის სიყვარულის სიქუელადაც შეიძლება ჩაითვალოს. რადგან წინა ფილმში მამა-შვილის როლსაც იზაბელი და ჟან-ლუი ასრულებდნენ, ესეც რომ არა, ტრენტინიანის პერსონაჟი ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს, რომ მისი მეუღლე წლების განმავლობაში პარალიზებული იყო და სწორედ ამიტომ მოკლა, აქვე ამატებს რომ ეს დიდი და უნიკალური სიყვარულის ისტორია იყო. მისი ლტოლვა სიკვდილისკენ კი საბოლოოდ ამყარებს ამ ეჭვს.
ზოგადად, წლევანდელ კანის ფესტივალზე ერთი საინტერესო ტენდენცია შეიმჩნევა, რეჟისორები ცდილობენ თავიანთ ფილმში ყველა აქტუალურ თემას შეეხონ და საბოლოოდ გამოდის, რომ გაუგებარი რჩება, რისი თქმა სურთ.
ასეთივე განცდა გაქვს როდესაც უყურებ ლეგენდარული(!) ჰანეკეს ფილმს, რომლის ფილმოგრაფიაც უნიკალურ კინოსურათებს ითვლის. მაგრამ წელს მოახერხა და დააპირა ფილმი გადაეღო ლტოლვილების კრიზისზე, ტექნოლოგიურ პროგრესზე და ადამიანის დამოკიდებულებაზე ამ სამყაროსადმი, ევროპელ ბურჟუებსა და სასოწარკვეთილ ოჯახებზე.
მაგრამ მივიღეთ რა? ფილმი ყველაფერზე, მაგრამ ამავდროულად არაფერზეც. თუმცა რეჟისორმა კარგად მოახერხა დაეჭირა შუალედი შავ კომედიასა და სასოწარკვეთას შორის.
არ გეგონოთ, რომ ფილმი არ მომეწონა, მართლა კარგია, განსაკუთრებით ფინალური სცენა და იზაბელ იუპერი ფინალურ სცენაში, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჰანეკეს წლევანდელი ფილმი ნამდვილად არ იყო ის, რასაც მაყურებელი ელოდა, მით უმეტეს მისი წინამორბედი ფილმის შემდეგ.
ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ჰანეკე საკუთარ ფილმში ოდესმე აიფონის, იუთუბის, ფეისბუქისა და სხვა სოციალური ქსელების გამოყენებით ახალ სამყაროს შექმნიდა, რომელიც გვიჩვენებს თუ რა დოზით და როგორ ამორალურად შემოიჭრა სელფები და ვიდეოგადაღებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფილმის ყველაზე სახასიათო პერსონაჟი ცამეტი წლის ევაა. რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მამასთან გადადის საცხოვრებლად და დიდ ოჯახში არსებული ცარიელი, გაყინული და არაერთგვაროვანი ურთიერთობების ერთგვარი დამკვირვებელი ხდება.
ფილმის ყველა პერსონაჟი ჰანეკეს ცივი, შემზარავი სტილით არის გარშემორტყმული. ფილმში არ არის მუსიკა და სიუჟეტი, ძირითადად, დიდ ცარიელ ოთახებში მიმდინარეობს, სადაც ოჯახის ყველა წევრს სახეზე ყალბი ღიმილი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ის არ აღმოჩნდა რასაც ველოდი, უნდა ითქვას, რომ ჰანეკე საკუთარ მთავარ პრინციპს არც აქ ღალატობს და ტრადიციულად თავშეკავებულია. ამავდროულად მოახერხა და თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი გადაიღო, რომელიც ამ გაუგებარი, ტრაგიკული, სასოწარკვეთილი და გაყინული ოჯახის ისტორიის მთელ ციკლს კრავს. აქ ერთადერთ ნუგეში იმ ადამიანის პოვნაა, რომელიც შენთან ერთად გაიზიარებს ამ საყოველთაო ზიზღსა და ავადმყოფობას.
რეჟისორი ტრადიციულად კარგად ახერხებს ევროპული მაღალი საზოგადოების ოჯახების დაცინვას, გვაჩვენებს მათ სასოწარკვეთასა და ცივ, ყალბი ცხოვრებას.
არ გეტყვით ბედნიერი დასასრული როგორ სრულდება, თუმცა, ჩემი ვარაუდით, კანის ფესტივალს ჰანეკესთვის ბედნიერი ფინალი ვერ ექნება. თუმცა ვნახოთ, აქ ყოველთვის რთულია რამე ზუსტად იწინასწარმეტყველო.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები