ტრამპის პირველი საერთაშორისო ტურნე და 110-მილიარდიანი სამხედრო კონტრაქტი საუდის არაბეთთან
დონალდ ტრამპი 22 მაისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ისრაელს. აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ტურნე 19 მაისს დაიწყო და ის რვა დღეს გაგრძელდება. ტრამპი ამ პერიოდის განმავლობაში ხუთ ქვეყანას ეწვევა.
ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა აშშ-ს ისტორიაში, რადგან პრეზიდენტების პირველი საგარეო ვიზიტის ადგილი, როგორც წესი, მეზობელი კანადა ან მექსიკა იყო. ტრამპის ტურნე საუდის არაბეთის დედაქალაქიდან, ერ რიადიდან დაიწყო, სადაც მას პომზპეზური დახვედრა მოუწყვეს. პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის მეფესთან, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდისთან, მან ასევე მონაწილეობა მიიღო მეფის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში და სიტყვითაც გამოვიდა. პრეზიდენტის სიტყვაში აღნიშნული იყო, რომ აშშ არ ებრძვის განსხვავებულ რწმენასა და ისლამს როგორც ასეთს. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ტერორისტებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონი სამუდამოდ დატოვონ. ვიზიტის მეორე დღეს ტრამპმა ხელი მოაწერა საუდის არაბეთის ისტორიაში უმსხვილეს სამხედრო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, საუდის არაბეთი აშშ-სგან $110 მლრდ ღირებულების სამხედრო შეიარაღებას შეიძენს. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა რომ, ეს ხელშეკრულება აშშ-ს მოუტანს ახალ სამუშაო ადგილებს. მოლაპარაკებების ასევე შეეხო ირანისა და სირიის კრიზისის საკითხებს, სადაც აშშ-სა და საუდის არაბეთს ერთნაირი პოზიცია აქვს.
რიგით მეორე ქვეყანა პრეზიდენტის ტურნეში ისრაელია. 22 მაისს, ტრამპი ისრაელში ჩაფრინდა. ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიდეო მიმართვა, სადაც იგი ამბობს, რომ იგი მოხარულია უმასპინძლოს ტრამპს და ებრაელი ხალხი მას “გაშლილი ხელებით ელოდება”. ისრაელის ვიზიტის მთავარი თემა აშშ-ს პოლიტიკაა ირანთან მიმართებაში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით აირჩიეს ჰასან როუჰანი. ვიზიტისას ასევე მნიშვნელოვანია სირიის სამოქალაქო კონფლიქტის თემა. ტრადიციულად, აშშ-ს რესპუბლიკელი პრეზიდენტები ლოიალურები არიან ისრაელთან მიმართებით, ამ მხრივ არც ტრამპია გამონაკლისი. საარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულმა მისმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ მისი არჩევის შემთხვევაში აშშ საელჩოს თელავივიდან გადაიტანდა იერუსალიმში - ისრაელის მუდმივ და ნამდვილ დედაქალაქში, პალესტინისა და რამდენიმე ისლამური სახელმწიფოს აღშფოთება გამოიწვია. ვიზიტისას ტრამპი ასევე შეხვდება პალესტინის ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს. განხილვის მთავარი საგანი, სავარაუდოდ, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი და მისი გადაჭრის გზები იქნება თუმცა, პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ სერიოზულ გარღვევებს არ უნდა ველოდოთ. ამის შემდგომ დაგეგმილია ტრამპის ვიზიტი ვატიკანში და შეხვედრა რომის პაპთან, ასევე, ვიზიტი ბრიუსელში და ნატოს სამიტზე დასწრება. ტრამპი ტურნეს დიდი შვიდეულის სამიტზე დასწრებით დაასრულებს.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები