შსს-ში არ ამბობენ, დააკავეს თუ არა ვინმე მზიურში ბომბზე ცრუ შეტყობინების გამო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ამბობენ, დააკავეს თუ არა ვინმე სამი დღის წინ, 19 მაისს, ახალ მზიურში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო.
როგორც On.ge-ს უწყებაში განუცხადეს, შესული შეტყობინების გამო გამოძიება ამ დრომდე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავებმა ახალ მზიურში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს, საქმე ამ დრომდე არ გადაკვალიფიცირებულა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი (331), რომელითაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ან არაერთგზის, ან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბომბის შესახებ შესული შეტყობინებების შესახებ გამოძიებას, რიგ შემთხვევებში, სწორედ 331-ე მუხლით იწყებდა. მაგალითად, 2013 წლის 12 სექტემბერს, თბილისის აეროპორტში, მსგავსი შეტყობინების გამო, გამოძიება ამ მუხლით მიმდინარეობდა.
19 მაისს, ახალ მზიურში, თავისუფალი კინოჩვენება უნდა გამართულიყო. კინოჩვენების დაწყებამდე, მზიურთან თავი მოიყარეს ჰომოფობიური განწყობების მქონე პირებმა. მათი მიზანი ფილმის თავისუფალი ჩვენების ჩაშლა იყო. ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტის თქმით, შეკრებილების მხრიდან ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები.
ფილმი, სახელად "პრაიდი", ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეირჩა და ის ტეტჩერის დროინდელ ბრიტანეთში, ლგბტ პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობის მნიშვნელობას ეხება.
-
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
კომენტარები