კანის კინოფესტივალი: ქართული კინოს პავილიონი კანში
გუშინ კანის ფესტივალის ყველაზე უინტერესო დღე იყო, დილით ბერძენი რეჟისორის იორგოს ლანტიმოსის წმინდა ირმის მკვლელობა ვნახეთ, შემდეგ მის პრესკონფერენციას დავესწარით და მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლ კიდმანი ფილმში ძალიან ცუდად თამაშობს, მისმა სილამაზემ ყველაფერი დაგვავიწყა.
"წელს ძალიან გამიმართლა, კარგი წელი მაქვს და მინდა ასე გაგრძელდეს. ჩემს ასაკში მყოფი მსახიობისთვის ასეთი აქტიური წელი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი არის, თავი ახლა 21 წლის მგონია", - გვითხრა ნიკოლ კიდმანმა.
კიდმანისა და იარგოსის პრესკონფერენციის შემდეგ მედია იზაბელ იუპერსა და მიჰაელ ჰანეკეს ელოდა, თუმცა, სამწუხაროდ, იზაბელმა გარეთ მყოფი ჟურნალისტები უყურადღებოდ დატოვა და პირდაპირ პრესრუმში შემოვიდა, სადაც ჰანეკესთან ერთად რამდენიმე კითხვას უპასუხა, შემდეგ კი ისე გააპარეს, რომ კაციშვილს აღარ მოუკრავს მისთვის თვალი.
გამომდინარე იქიდან, რომ შუადღის სამი საათის შემდეგ თავისუფალი დღე მქონდა, გადავწყვიტე, ქართული კინოპავილიონი მომენახულებინა.
მაშინ როდესაც კინომცოდნეები და ჟურნალისტები კინოთეატრის რიგთან მორიგ ფილმს ველოდებით, კრუაზეტის სანაპიროზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული კინოპროდიუსერები და რეჟისორები საკუთარი პავილიონის მოწყობას იწყებენ.
მათ შორის არის საქართველოც, რომელიც წელს კანს ბევრი საინტერესო კინოპროექტით ეწვია. რაც გულისხმობს იმას, რომ ქართული ფილმები შესაძლოა სულ მალე რომელიმე ევროპული ქვეყნის თანადაფინანსებით შეიქმნას.
ქართულმა კინომ ლიტველი და ლუქსემბურგელი კინომწარმოებლების დიდი ყურადღება დაიმსახურა, ამასთანავე დიდი ინტერესი იყო მსოფლიოს სხვა მასშტაბური ფესტივალების მხრიდანაც, სადაც სავარაუდოდ მალე ჩვენი კინო საკუთარი პავილიონებით წარდგება, ზუსტად ისე, როგორც ბერლინალეზე და აქ, კანში.
ჩემი ყველაზე დიდი ყურადღება დათო აბრამიშვილის ფილმმა ინგამ მიიქცია.
ფილმის სიუჟეტი 18 წლის ინგას გარშემო ვითარდება, რომელიც მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გახდება ობოლთა თავშესაფრიდან მოუწევს წასვლა, თუმცა საბოლოოდ მას მიათხოვებენ ბიჭს, რომელიც თვალითაც არ უნახავს.
უკვე სახლში მისული კი აღმოაჩენს რომ მისი ახალი მეუღლე აუტისტური სპექტრის მქონეა. მისი მამა მურთაზი კი დიდი ოჯახის პატრიარქია, რომელსაც სახლში საკუთარი წესები აქვს.
საბოლოოდ მოხდება ისე, რომ ინგა სახლიდან წასვლას გადაწყვეტს, სწორედ აქ იწყება ისტორიის ყველაზე დიდი დრამა, რომლის ნახვაც მაყურებელს სულ მალე შეეძლება.
"ინგა კანში დიდ ინტერესს იწვევს, გვაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერებისგან, სხვადასხვა ფონდებზე სამუშაოდ. ფილმის ისტორია ყველას ძალიან მოსწონს", - გვითხრა "ინგას" პროდიუსერმა ციაკო აბესაძემ.
ფილმში მთავარ როლს მსახიობი ანი ბებია შეასრულებს.
კიდევ ერთი საინტერესო პროექტია რუსუდან ჭყონიას ვენეცია.
ფილმის სიუჟეტი დაუმთავრებელი საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო ვითარდება, რომელსაც რომანტიკული სახელი ვენეცია აქვს. თუმცა ამ სახელის მიღმა ნამდვილი ბაბილონის გოდოლი იმალება, სადაც ყველა ადამიანი განსხვავებულ ენაზე საუბრობს და ვერაფრით ახერხებენ გაერთიანდნენ ერთი მნიშვნელოვანი იდეის გარშემო - ვენეციის მშენებლობა ოდესმე უნდა დასრულდეს.
საშიში დედა ანა ურუშაძის დრამატული ფილმია, რომლის პროექტსაც წელს კანში დიდი ინტერესით შეხვდნენ.
ფილმის მთავარი პერსონაჟი მანანა, რომლის როლსაც ნატა მურვანიძე შეასრულებს, 50 წლის დიასახლისია. ის ერთ დღეს გადაწყვეტს საკუთარი ოცნება აისრულოს და მწერალი გახდეს. თუმცა მისი ოჯახისა და საზოგადოების დამოკიდებულება ამ ამბის მიმართ ცალსახად უარყოფითია, რაც საბოლოოდ ქალს სასოწარკვეთამდე მიიყვანს.
წელს კანში წარმოდგენილი ქართული პავილიონი ბევრი შთამბეჭდავი პროექტით იყო სავსე, აქ შეხვდებოდით ნანა ჯორჯაძის ფილმს კოსტას კანტორა, გიგიშა აბაშიძის მეზობლებს, ლაშა ცქვიტინიძის არმატურას, კონსტანტინე კალანდაძის დრამერს, ამავდროულად შვიდი დოკუმენტური და ოთხი ანიმაციური ფილმის პროექტს.
საბედნიეროდ, ბევრმა მათგანმა უცხოელი პროდიუსერების ყურადღება დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფილმები რაც ჩამოვთვალე დიდი ალბათობით შემდეგი წლიდან ჩვენი თეატრების აფიშებზეც გამოჩნდება.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დილით ნაომი კავასის საკონკურსო ფილმი ჰიკარი ვნახე, უკვე 11:00 საათზე კი კანის სამოცდაათი წლის იუბილეს აღსანიშნავი კინოსეანსია დანიშნული, ლუმიერების კინოდარბაზი ამჯერად აბას კიაროსტამის ფილმს დაეთმობა. საღამოს 19:30 საათზე კი დებიუსის დარბაზთან რიგი ჟაკ დუაიონის ფილმზე როდინი დადგება.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები