ენმ ეკონომიკური დანაშაულის რამდენიმე სახეობაზე წინასწარი პატიმრობის გაუქმებას ითხოვს
საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას. ცვლილებები ეხება ნაკლებად მძიმე ეკონომიკური სახის დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის, როგორც დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას.
საკანონმდებლო ინიციატივა ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორმოცდაოთხ მუხლს.
კანონპროექტი ითვალისწინებს წინასწარი პატიმრობის გაუქმებას, ისეთ ეკონომიკურ დანაშაულებზე როგორიც არის:
- სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა;
- უკანონო სამეწარმეო საქმიანობა:
- უკანონო საგანმანათლებო საქმიანობა;
- ცრუ მეწარმეობა;
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია;
- ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება;
- ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა;
- უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას;
- საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება;
- კრედიტის უკანონოდ მიღება;
- ყალბი საკრედიტო ბარათის ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება/გასაღება ან გამოყენება;
- ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა;
- ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა;
- ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება/გამოყენება;
- ყალბი რეკლამა;
- სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, რეალიზაცია და სხვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინიციატივას თავის საარჩევნო პროგრამის მიხედვით წარადგენს.
ენმ აცხადებს, რომ კანონპროექტის შემუშავებისას პარტიამ გაითვალისწინა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ისეთი ქვეყნების მაგალითებზე, როგორიცაა გერმანია, დანია, ნორვეგია, საფრანგეთი და სხვა. აღნიშნულ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულისთვის უკიდურესად შეზღუდულია.
საერთაშორისო პრაქტიკით, წინასწარი პატიმრობა უნდა გამოიყენებოდეს, როგორც დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ზომა. ევროპის ქვეყანათა უმეტესობაში, წინასწარი პატიმრობა ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულისთვის უკიდურესად შეზღუდულია, რადგან ასეთი ტიპის დანაშაულებზე დეკრიმინალიზაციის პროცესს პროგრესული ტრენდი აქვს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის გამოყენების შეზღუდვას.
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
კომენტარები