ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თაზო ფაცაციამ გადაცემა არჩევანში, იმ ჩანაწერზე გააკეთა განმარტება, რომელიც გამოცემა LivePress-მა გაავრცელა. მისი თქმით, იგი არა "შპარგალკა", არამედ უბრალოდ შენიშვნების ფურცელი იყო:

"ეს შპარგალკა კი არ იყო, ეს იყო თითოეული ადამიანის კრიტიკული შენიშვნა. მაგალითად, როდესაც ბატონმა ლევანმა, კონკრეტულად ვიძახი, სად იყავითო, როდესაც ვხრავდით ამ ბიუჯეტსო და ა.შ. იქ ჩანიშვნა გავაკეთე, "თქვენ რას აკეთებდით"?, ასე უნდა შემებრუნებინა. აწი თქვენ როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. რაც შეეხება მაფიოზობას, თქვენ ძალიან კარგად იცით ყველაზე დიდი მაფიოზი სად იმალება".

Livepress-ის ცნობით, თაზო ფაცაციას სხდომის დასრულების შემდეგ მაგიდაზე ჩანაწერების ფურცელი დარჩა, სადაც ჩანიშნული აქვს საკითხები, რაზეც სავარაუდოდ სიტყვის გამოსვლისას უნდა ესაუბრა.

ჩამოთვლილი საკითხები:

  1. მაჟორიტარი დეპუტატის საკითხი
  2. მეტი ჩართულობა ხალხთან
  3. რეფორმის ხარვეზები
  4. ცენტრის გადაწყვეტილება 8 წლის მანძილზე „უარი“
  5. ქალაქის ღირსება - ნაწამები ხალხი
  6. მონა იყავი 9 წლის მანძილზე
  7. ბიუჯეტის ხვრის წესი

ფოტო: http://www.livepress.ge/ka/dris-foto/article/19400-deputatischanatserebizugdidissakrebulosskhdomidan.html