ფსიქოლოგის კომენტარი: ბავშვებში მასტურბაცია ყოველთვის არ ითვლება პრობლემურ ქცევად
გადაცემა "ბავშვების დროს" მიერ 24 მაისს გავრცელებულ ანონსში ჩანს, რომ გადაცემა ეხება არასრულწლოვანის ბავშვის შესაძლო მასტურბაციას, რომელიც ბავშვის დედამ გადაიღო და ეს ვიდეო გადაცემის წარმომადგენლებს გადასცა. გადაცემა უკვე გამოქვეყნდა იუთუბზეც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაუშვებელი უწოდა ბავშვის შესახებ მსგავსი ვიდეომასალის გავრცელებას. ფსიქოლოგი მაია ცირამუა On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს გადაცემის დაანონსებული სახით გაშვებამ და რატომ არაა მასტურბაცია ბავშვებში პრობლემური საკითხი.
ითვლება თუ არა მასტურბაცია პრობლემურ ქცევად ბავშვებში?
გააჩნია სიტუაციასა და გარემოებებს. ყოველთვის არ ითვლება პრობლემურად და შეიძლება ამას დავარქვათ თვითსტიმულაციური ქცევა, რომელიც ხშირადაა დამახასიათებელი ბავშვებისთვის.
რა არის ამ გადაცემის მთავარი პრობლემა?
მე ეს გადაცემა ვნახე. პრობლემური რაც არის ამ გადაცემაში, არის ის ფაქტი, რომ ამ ვიდეოს აჩვენებენ. მართალია, ბავშვი დაფარულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების მიღება ამ მშობლის ან ჟურნალისტის მხრიდან მიმაჩნია ბავშვის უფლებებისა და ეთიკური ნორმების სერიოზულ დარღვევად.
არის კიდევ მეორე მომენტი, სადაც ბაღის აღმზრდელი საუბრობს ბავშვზე, რომელიც მას ჰყავდა თავის საგანმანათლებლო სივრცეში, არის აბსოლუტურად არაპროფესიონალური მიდგომა, ზოგადად ამ საკითხისადმი. როგორც ამ სიუჟეტში გამოჩნდა, ბაღის პედაგოგთან თუ აღმზრდელთან საუბრის შემდეგ, ეს ბავშვი გაიყვანეს ბაღიდან, ანუ გამოდის, რომ ისე გამწვავდა სიტუაცია და ისეთი დემონიზაცია მოხდა ბავშვის, რომ ოჯახი იძულებული გახდა, რომ გაეყვანა.
ნორმალურად მიგაჩნიათ თუ არა ამ საკითხზე ასე სენსაციურ ჭრილში საუბარი?
პრობლემურია არამხოლოდ ეს საკითხები, ასევე გადაცემის სათაური [ონანიზმი ბავშვებში], რომელმაც აი ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია. აბსოლუტურად არასწორი აქცენტია და შეიძლებოდა, მაგალითად, "თვითსტიმულაციური ქცევები ბავშვებში", ან "სქესობრივი განვითარების თავისებურებები ბავშვებში" და ა.შ. ასეთი სათაური შეიძლებოდა. გასაგებია, რომ ამ გადაცემას ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ პრომოუშენი გაეკეთებინა და ასე გააყვითლა ეს თემა, და ჩემთვის ესაა ყველაზე მეტად საწყენი, რომ ბავშვის თემა, რატომღაც, ხდება ყვითელი პრესის რაკურსში. მაშინ, როცა ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო თემა, აკადემიურად და კარგად გაკეთებული და სწორი აქცენტებით მიწოდებული მშობლებისთვის. იქნებოდა გაცილებით უფრო სასარგებლო. მე ესეც მიმაჩნია ბავშვის უფლების დარღვევას, რომ თემა, რომელიც ბავშვს უკავშირდება, ხდება ყვითელი პრესის განსახილველი საკითხი.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომელიც მიიჩნევს რომ ეს პრობლემაა?
ასეთი ტიპის ქცევა, რამდენიმე მახასიათებლის შემთხვევაში, შესაძლოა იყოს პრობლემური. როდესაც ის დიდ ხანს გრძელდება, როდესაც ის ძალიან ხშირია და ინტენსიური, ან ბავშვს ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებაში. მაგალითად, თუ ბავშვს სხვა ტიპის თამაშს ურჩევნია, რომ ამით [თვითსტიმულირებით] იყოს დაკავებული, ან სხვა ბავშვებთან ურთიერთობას ამჯობინებს ამას. აი ამ შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, რომ მიმართოს სპეციალისტის და მიიღოს კონსულტაცია. თუ ეს ერთჯერადი შემთხვევაა და ბავშვის ქცევაში წამყვანი არ არის, მაშინ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ბავშვის მხრიდან საკუთარი სხეულის შემეცნებისა და სხეულზე შეთამაშების პატარა მაჩვენებელი. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამ შემთხვევაში, პირიქით, მეტმა რეაგირებამ, მშობლის მხრიდან არასწორმა რეაქციამ, შეიძლება, რომ ყურადღება დააფიქსიროს და ამით გაართულოს ბავშვის ქცევა.
გადაცემის ამ სახელდებით და ასე გაშუქება კი, შესაძლოა, ძალიან ბევრი მშობლისთვის გახდეს სერიოზული შფოთვის წყარო.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები