24 მაისს, ინდონეზიაში, ორი კაცი ჰომოსექსუალური სექსისთვის საჯაროდ დასაჯეს და 83 როზგი დაარტყეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

საჯარო დასჯას ასობით ადამიანი ესწრებოდა და მას მობილურებით იღებდნენ.

ინციდენტი ინდონეზიის ულტრა-კონსერვატულ პროვინციაში, აჩეჰში, მოხდა. 20 და 23 წლის კაცები მარტში დააპატიმრეს. მათ მეზობლები ბინაში შეუვარდნენ და შიშვლები გადაიღეს, რომლებიც სოციალურ მედიაში გავრცელდა.

ორივე კაცი დამნაშავედ სცნეს აჩეჰის მკაცრი ისლამური კანონების დარღვევაში და 85-ჯერ გაროზგვა მიუსაჯეს. გუშინ მათ 2 როზგი მოაკლეს, რადგან მათ უკვე 2 თვე ჰქონდათ ციხეში გატარებული.

ფოტო: Gomos Simanjuntak

სასჯელის აღსრულება დილის 9 საათზე დაიწყო და 4 საათს გაგრძელდა. ჰომოსექსუალების გარდა, კიდევ 4 წყვილი გაროზგეს საჯაროდ, ქორწინების გარეშე არსებული ინტიმური კავშირის გამო.

ინდონეზიის სხვა ნაწილში ქორწინების გარეშე სექსუალური ცხოვრება და ჰომოსექსულაური ურთიერთობა არალეგალურად არ ითვლება, ხოლო აჩეჰი ისლამის მკაცრ წესებს მისდევს.

ფოტო: Gomos Simanjuntak

ფოტო: Gomos Simanjuntak