კანის კინოფესტივალი: სოფია კოპოლას ღირსეული დაბრუნება კინოეკრანზე
გუშინ კანის კინოფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღე იყო. ერთმანეთის მიყოლებით ორმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ და სერგეი ლოზნიცამ, საკონკურსო პროგრამის ფარგლებში, შემოგვთავაზეს ფილმები ქალებზე, თუმცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვითა და პერსონაჟებით.
ლუმიერების დიდ დარბაზში სოფია კოპოლას ფილმის The Beguiled პრემიერის შემდეგ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეკრანს ღირსეულად დაუბრუნდა.
ფილმის სიუჟტი ვირჯინიაში, სამოქალაქო ომის პერიოდში ქალთა პანსიონში ვითარდება, სადაც დაჭრილი ჯარისკაცი აღმოჩნდება.
The Beguiled-ში სიუჟეტის ძირითადი ხაზი ერთ დაკეტილ სივრცეში მიმდინარეობს, სულისშემკვრელი ამბავიც სწორედ აქ ვითარდება.
რამდენიმე ქალი ომში დაჭრილი კაცის წინაშე რჩება, თითოეული მათგანი კი ერთმანეთისგან მალულად ჯონ მაკბერნისთვის (კოლი ფარელი) თავის მოწონებას ცდილობს.
მაგალითად, ელისი (ელ ფენინგი) დაჭრილი ჯარისკაცის ოთახში იპარება და კოცნის, ედვინა (კირსტენ დანსტი) მისი თავშეკავებით იქცევს მაკბერნის ყურადღებას, რაც შეეხება მარტას (ნიკოლ კიდმანი) ის თავისი მზრუნველობითა და სიამაყით ცდილობს დაიმსახუროს ჯონის მზერა, რაც ნელ-ნელა ქალების მხრიდან ერთმანეთზე შეფარული ძალადობისა და შურის მიზეზი ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალების ყურადღება ჯარისკაცის გარშემოა შემოკრებილი, ის ამ ისტორიის მთავარი პერსონაჟი ნამდვილად არ არის. ქალები კოპოლას ახალი ფილმის მთავარი თემაა. ქალები, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება სუსტი მოგვეჩვენოს, მაგრამ მალევე აღმოაჩენთ, რომ საკუთარი თავის დაცვა ყველაზე უკეთ შეუძლიათ.
პრესასთან შეხვედრისას ნიკოლ კიდმანმა ჩემთან საუბრის დროსაც იგივე აღნიშნა და თქვა, რომ სურს კინოსურათი რაც შეიძლება მეტმა ქალმა ნახოს.
"სოფიასთან მუშაობა არაჩვეულებრივი გამოცდილებაა, გრძნობ, რომ თავის საქმეში ბოლომდეა ჩართული და უფრო დიდ სტიმულს გაძლევს. ძალიან მომწონს ჩემი პერსონაჟი, მარტა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და საინტერესო ადამიანია, რომელსაც, რა თქმა უნდა, სისუსტეებიც აქვს. სოფიამ ვფიქრობ ძალიან კარგი ფილმი გადაიღო, გამიხარდება თუ მას ბევრი ადამიანი ნახავს, განსაკუთრებით ქალები", - მითხრა კიდმანმა.
კოპოლამ მოახერხა და გადაიღო ფილმი, უსაზღვრო იუმორითა და ირონიით, რომელშიც პერსონაჟები, განსაკუთრებით კი ქალები, ჩაკეტილ სივრცეში ნელ-ნელა ამჟღავნებენ ძლიერ ხასიათს.
რეჟისორი გვაჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქალებს შეუძლიათ თავიანთი, თუნდაც ყველაზე დიდი სურვილები გვერდზე გადადონ, გაერთიანდნენ და ებრძოლონ იმას, ვინც შეეცდება ამ ერთობის რღვევის მიზეზი გახდეს. დიახ, სოფია კოპოლა ადგა და სილა გააწნა მიზოგინ საზოგადოებას.
ფილში შეხვდებით მზრუნველობას, სასოწარკვეთას, ვნებას, ასევე დიდი სიყვარულისა და სექსის სურვილსაც, რასაც საბოლოოდ დიდი ძალადობისკენ მივყავართ. სწორედ ამ მომენტში იღებს რეჟისორი ყველაზე სწორ და საჭირო გადაწყვეტილებას.
დარწმუნებული ვარ ფილმი კანის წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარეს, პედრო ალმოდოვარს აუცილებლად მოეწონება, ფილმის თემატიკა წააგავს კიდევაც მის ფილმებს, თუმცა აქ ყველაფერი უფრო მუქი და უფრო ძალადობრივია.
ვინაიდან ფილმის სხვა დეტალების განხილვისას აუცილებლად მომიწევს მისი შინაარსი გავამხილო, რაც ჩემთვის მიუღებელია, მოყოლას აქ შევწყვეტ, სხვა თუ არაფერი სულ მალე თავადაც ნახავთ და დასკვნებსაც თვითონვე გამოიტანთ.
ვფიქრობ, რომ კოპოლას ფილმს ჟიური რომელიმე კატეგორიაში აუცილებლად მისცემს ოქროს პალმის რტოს.
რაც შეეხება საღამოს ფილმს, დებიუსის დარბაზთან სერგეი ლოზნიცას ფილმზე თვინიერი უსაშველოდ გრძელი რიგი იდგა, თუმცა სეანსის დასრულების შემდეგ დარბაზი მაყურებლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარყოფითი შეძახილებით დატოვა.
ფილმის მთავარი პერსონაჟი აქაც ქალია, თუმცა კოპოლას მრისხანე და ძლიერი ქალი პერსონაჟებისგან განსხვავებით ის თვინიერი და დამყოლია. ლოზნიცას ახალი ფილმი ორ საათზე მეტხანს გრძელდება და მთავარი პერსონაჟიც ამ დროის განმავლობაში აკეთებს იმას რასაც ეუბნებიან. არ ვიცი ამით რეჟისორმა საზოგადოებაში ქალების მიმართ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი, თუ რუსეთის ფედერაციაში არსებული სისტემა გააკრიტიკა (ჩემი აზრით ეს უკანასკნელი უფრო შეესაბამება მის ფილმს) თუმცა ფაქტი ერთია, თვინიერი კანის ფესტივალზე ვერ შედგა.
ქალების მიმართებით რეჟისორის დამოკიდებულებას უსვამს ხაზს, ფილმის ფინალში ერთ-ერთი პერსონაჟის მონოლოგიც. როგორც ის ამბობს რუსი ქალები მსოფლიოს სხვა ქვეყნის ქალებისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან, მათი მთავარი საზრუნავი კი „დიდებული რუსეთის ფედერაცია“ და საკუთარი ქმრები არიან, ამ უკანასკნელის ზრუნვას გამო აღმოჩნდება მთავარი პერსონაჟიც ათას გაუგებრობაში.
ჯერ სოფლიდან ქალაქში ჩამოდის, შემდეგ ციხეში მიდის და ეს ყველაფერი იმდენად გაწელილი და დამღლელია, რომ აქცენტების დასმაც კი გიძნელდება.
ერთი შეხედვით საინტერესო სიუჟეტი, რეჟისორმა ფილმის დასასრულისკენ ფანტასმაგორიის მთელ კოლექციად აქცია და შემოგვთავაზა კარიკატურული ფილმი, რომელშიც იდეაცა და მისი ჩვენების გზებიც ნელ-ნელა ერთმანეთში იხლართება და სრულ ქაოსს ქმნის.
საბოლოო ჯამში, ლოზნიცას ახალი ფილმი მაყურებელმა და კრიტიკოსებმა არ მიიღეს, ვნახოთ რას იტყვის დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავად რეჟისორი.
კანის კინოფესტივალი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, დებიუსისა და ლუმიერებს დარბაზებში უკვე შედგა თერთმეტი ფილმის ჩვენება, უცხოური პრესის მიხედვით, სადაც კინოკრიტიკოსები ყველა ფილმს ქულას ანიჭებენ დღევანდელი მონაცემებით ანდრეი ზვიაგინცევის უსიყვარულო ლიდერობს, თუმცა შესაძლოა კოპოლას ფილმმა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, როგორც ამბობენ კანი ყველაზე არაპროგნოზირებადი კინოფესტივალია.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები