28 მაისს XIU XIU მთელი თავისი ბრწყინვალებით SPACEHALL-ის სცენაზე წარსდგება
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსისა და მულტიინსტრუმენტალისტის, ჯეიმი სტიუარტის პროექტი XIU XIU 28 მაისს საკონცერტო დარბაზში SPACEHALL კონცერტს გამართავს.
XIU XIU 2001 წელს ჯეიმი სტიუარტმა დააარსა. როგორც თავად ავტორი ამბობს, მის მუსიკაზე გავლენა ყველა იმ უბედურებამ მოახდინა, რაც თავს გადახდენია. ინსპირაციიდან გამომდინარე კი სრულიად ლოგიკურია, რომ კოლექტივის შემოქმედება მძიმე და ტრაგიკული ჟღერადობისაა.
როკი, ალტერნატივა, ჰაუსი, კლასიკური მუსიკა, ფოლკი, ტექნო, ნოიზი, აზიური პერკუსიები - ეს ის მუსიკალური გავლენებია, რომლებითაც XIU XIU-ს უნიკალური პროდუქტი იქმნება. თავად ჯეიმი კი შთაგონების მთავარ წყაროდ კალიფორნიის პირატულ რადიოებს ასახელებს, საიდანაც ჰაუსს, ფრისტაილსა, თუ ტექნოს მოუსმინა.
პროფესიით დაწყებითი კლასის მასწავლებლისა და სოციალური მუშაკის, ჯეიმი სტიუარტის შემოქმედება სექსზე, პოლიტიკაზე, სუიციდზე, ძალადობასა და სოციალურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.
კოლექტივის სახელი 1998 წლის ჯოან ჩენის ფილმიდან მოდის, რომელიც 70-იანი წლების ჩინურ კულტურულ რევოლუციაზე მოგვითხრობს.
„შიუ შიუმ“ პირველი EP Chapel of the Chimes 2002 წელს გამოუშვა, 2003 წელს სტიუარტის მამის, მუსიკოს მიშელ სტიუარტის სუიციდი ჯეიმისთვის მომდევნო ჩანაწერის, Promise-ის შთაგონების წყარო გახდა. 2004-ში გამოვიდა Fabulous Muscles, რომელმაც დუოს დიდი წარმატება მოუტანა.
სიდიში La Forêt შესულ ნამუშევრებში აქტიურადაა გამოყენებული მანდოლინა, ჩელო, კლარნეტი. 2013 წელს გამოსული ალბომი Nina ნინა სიმონეს მიუძღვნეს, 2016 წელს კი პროექტი პოპულარობის პიკში აღმოჩნდა - სწორედ ამ წელს გამოუშვეს Plays The Music Of Twin Peaks - დევიდ ლინჩისა და მარკ ფროსტის ლეგენდარული სერიალის TWIN PEAKS-ის ქავერ ალბომი.
2017 წელს XIU XIU-მ დისკი Forget ჩაწერა.
2010 წელს ჩაწერილი ალბომიდან, Dear God, I Hate Myself მოყოლებული დღემდე XIU XIU-მ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მუსიკალური გამოცემა Pitchfork კოლექტივს “ანდერგრაუნდის შესანიშნავ ანომალიას” უწოდებს.
„მე უარს ვამბობ ვუსმინო იმ არტისტს, ან ბენდს, რომელიც, როგორც პიროვნება, საშინელია“ - ამბობს ინტერვიუში სტიუარტი და, თუნდაც, ეს ფრაზა საკმარისია, რომ მარტივად მიხვდეთ, რა ღირებულებების მატარებელია თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტული პროექტის ავტორი.
XIU XIU-სთან ერთად 28 მაისს VAZHMARR-ს, ქართველ არტისტს მოისმენთ, მუსიკოსისა და პროდიუსერის მუსიკა ემბიენთის, მელოდიური ტექნოსა და სხვადასხვა ჟღერადობის ნაზავია.
ივენთი სტარტს 21 საათზე აიღებს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები