ფოტოები: რა ხდება კლინიკაში, რომელშიც, თითქოს, ჰომოსექსუალობას კურნავენ
ფოტოგრაფმა პაოლა პარედესმა საზოგადოების ყურადღება პირველად თავისი ფოტო პროექტით, გამხელა, მიიქცია. ამ პროექტის ფარგლებში მან თავისი მშობლებისა და ოჯახის წევრების ფოტოები იმ მომენტში გადაიღო, როცა მათ წინაშე დაქამინგაუთდა ანუ გაუმხილა, რომ ჰომოსექსუალია.
ამჯერად, პაოლა ახალ პროექტს წარმოგვიდგენს, რომელშიც აღბეჭდილია ის ყოველდღიური პროცედურები, რომელსაც ეკვადორში არსებული ე.წ. ჰომოსექსუალობის განკურნების კლინიკებში ე.წ. პაციენტებს უტარებენ.
ამ კლინიკების შესახებ ფოტოგრაფს მეგობარმა უამბო. ეს დაწესებულებები სამკურნალო მეთოდებად წამებას, შიმშილს, ცემასა და ხანდახან "გამოსასწორებელი გაუპატიურებითაც" იყენებენ. ოფიციალურად ნარკოდამოკიდებულების ან ალკოჰოლიზმის სარეაბილიტაციო ცენტრებად რეგისტრირდებიან და ლგბტ პირების "განკურნების" საფასურად თვეში $500-800 აქვთ დაწესებული.
მან ამ კლინიკებიდან ერთ-ერთში ფარულად შეღწევა გადაწყვიტა, გაიკეთა მიკროფონი და მშობლებს სთხოვა, წაეყვანათ იქ, ვითომ მისი "მკურნალობა" უნდოდათ.
"ნანახით შოკში ჩავვარდი", ამბობს პაოლა.
მან თავისი თვალით ნანახი და მისი მეგობრის მოყოლილი ამბები ფოტოებად აქცია, რადგან უნდა, რომ მსოფლიოს გარშემო ადამიანებს ამ სისასტიკისა და ტყუილის შესახებ უამბოს.
სააბაზანოს ყოველი წერტილი და კუთხე კბილის ჯაგრისით უნდა გახეხონ, ზედამხედველმა ერთი ლაქაც რომ იპოვოს, მაშინვე უნიტაზში აყოფინებს თავს და ასე აიძულებს მის გაწმენდა.
მარტო მხოლოდ 4-7 წუთი ტოვებენ, ისიც მხოლოდ აბაზანის მიღებისას. ბანაობის შემდეგ კათოლიკური მუსიკის გაკვეთილები, ანონიმური ალკოჰოლიკების ლიტერატურის კითხვა და ჰომოსექსუალობის "აშლილობის" "თერაპია" იწყება.
ახალგაზრდა ეკვადორელი ქალები ამბობენ, რომ კლინიკის კაცი თანამშრომლები მათ "განკურნების" მიზნით აუპატიურებდნენ. ხშირია შემთხვევა, როცა გოგოებს წამლებით აბრუებენ და შემდეგ, სექსუალურად ძალადობენ მათზე.
კაცი თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ გოგოებს "ნამდვილი ქალებივით" მოქცევას ასწავლიან, აიძულებენ გაიკეთონ მაკიაჟი, ჩაიცვან მოკლე კაბები და ქუსლიანი ფეხსაცმელები.
ამ დაწესებულებაში მყოფ გოგოებს, სხვა გოგოებთან ურთიერთობა ეკრძალებათ. ერთ-ერთი მათგანი წერილების წერასა და სხვა "პაციენტებისთვის" გაგზავნაში გამოიჭირეს. ის ზედამხედველმა თავის კაბინეტში დაიბარა. იქ მისულ გოგოს, ოთახში ბოლო ხმაზე ჩართული რელიგიური მუსიკა დახვდა. "თერაპევტმა" მას მკერდში მუშტი ჩაარტყა და უბრძანა მუხლებზე დამდგარიყო და ხელები გაეშალა. შემდეგ ხელებზე ბიბლიები დაულაგა და უბრძანა წიგნები ასე მანამ სჭეროდა, ვიდრე დაშვების ნებას არ მისცემდნენ.
ერთმა გოგომ პროტესტის ნიშნად დაწესებულების მიერ შეთავაზებული საჭმლის მიღებაზე უარი განაცხადა. ეს პროტესტი ადმინისტრაციამ აჯანყებად აღიქვა და სხვა "პაციენტების" თვალწინ გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სამაგალითოდ დასაჯეს.
ეკვადორში, ამჟამად, ორასამდე ასეთი დაწესებულება ფუნქციონირებს. აქ ოჯახის წევრებს ან "კეთილისმსურველებს" გეი, ლესბოსელი, ბი და ტრანსსექსუალი ადამიანები ძალით მიჰყავთ.
დილის 7:30 სთ.-ია. "პაციენტი" დაკვირვების ქვეშ მაკიაჟს იკეთებს, რომ "ნამდვილ ქალს დაემსგავსოს".
"განკურნების" ერთ-ერთ მეთოდად ვარჯიში გამოიყენება. ზედამხედველი გოგოებს დილას ადრე და გვიან ღამით ავარჯიშებს და თუ რომელიმე ფიზიკურად ვერ ახერხებს, უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს.
ეს სასმელი იმდენად საშინელია, რომ გოგოებს ურჩევნიათ, ზედამხედველმა სცემოს, ვიდრე ეს დალიონ. ამ სითხეს ცუდად მოქცევის შემთხვევაში ძალით ასმევენ. რისგან შედგება არ იციან, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ქლორის, მწარე ყავისა და ტუალეტიდან ამოღებული წყლის კოქტეილია.
გოგოები, ამდენი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის შედეგად უძილობით იტანჯებიან.
გოგოს, რომელსაც თავისი ჩანთის სკამიდან აღება დაავიწყდა, ტელევიზორის კაბელით სცემენ. ეს ყველაფერი კი სხვების თვალწინ ხდება.
პირველად იმ კაცმა შეუკრა ხელები, რომელიც მისმა მშობლებმა დაიქირავეს, მან გოგო წამლებით გააბრუა და ერთ-ერთ "სარეაბილიტაციო ცენტრში" წაიყვანა. იქ რამდენიმე ღამის განმავლობაში ან ლოგინზე დაბმულს ტოვებდნენ, ან აბაზანაში.
აქ მცხოვრები ქალები დაწესებულებაში თავიანთი ნების წინააღმდეგ იმყოფებიან. მათ აიძულებენ საათობით რეცხონ, ხეხონ და ალაგონ. თუ დაწესებულებაში მომუშავე პირები შესრულებული სამუშაოთი უკმაყოფილოები არიან, ისინი მათ სცემენ.
ლოცვა და ბიბლიის შესწავლა ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს ხდება. გოგოებს უბრძანებენ, რომ დასხდნენ და თვალდახუჭულებმა ილოცონ. თუ ზედამხედველი შეამჩნევს, რომ გოგო არ ლოცულობს ან თვალები აქვს ღია, ან ბიბლიის რომელიმე პასაჟი ვერ დაიზეპირა, მის დანაშაულს ე.წ. ანომალიების წიგნში წერენ და შემდეგ სჯიან.
სასადილოში ხაზში დაწყობილები უნდა შევიდნენ, აუცილებლად უნდა თქვან "buen provecho" (გემრიელად მიირთვით, გაამოთ, ა.შ.). ჭამისას ლაპარაკის უფლება არ აქვთ. მათი რაციონი იაფფასიანი ტუნას, ბრინჯის, პურისა და ლაფშის სუპისგან შედგება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან 1990 წლის 17 მაისს ამოიღო, ბისექსუალობა ამ სიაში არასოდეს განიხილებოდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მრავლადაა ე.წ. სამკურნალო დაწესებულებები, რომლებშიც ლგბტ პირებს სასტიკად უსწორდებიან, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში მათ პირდაპირ კლავენ. ამ მხრივ, ბოლო დროს, ყურადღების ცენტრში ჩეჩნეთის რესპუბლიკა მოექცა, სადაც ლგბტ პირებს აკავებდნენ, საკონცენტრაციო ბანაკებში მიჰყავდათ და ხოცავდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მათი მშობლები დაიბარეს და არჩევანის წინაშე დააყენეს, რომ შვილი თვითონვე მოეკლათ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები