ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი, ჯოან როულინგმა გასულ წელს გამოსცა. გამოსვლიდან ერთ კვირაში, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად წიგნად იქცა და გაყიდვებით უილიამ შექსპირის პიესებსაც კი გადაუსწრო.

რა თქმა უნდა, როულინგის ქართველი მკითხველიც მოუთმენლად ელოდა წიგნს. ამიტომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ პოტერის გულშემატკივრებს, დიდი საჩუქარი გაუკეთა და დღეს, 26 მაისს, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება საკუთარ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ჯადოსნური წიგნი შემატოს.