თურქეთის ეკონომიკა გამოწვევების პირისპირ
თურქეთის ეკონომიკურ ზრდას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თუ ქვეყანა 2010 წელს 9,2 პროცენტით იზრდებოდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 2,9 პროცენტს გაუტოლდა. თუმცა ქვეყნის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანა ახლა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება.
პრემიერ-მინისტრის მოადგილისა და ეკონომისტის, მეჰმეტ შიმშეკის თქმით, ეკონომიკურ გაურკვევლობა რეფერენდუმმა გამოიწვია, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანისთვის ძალაუფლების გახანგრძლივების საკითხს განსაზღვრავდა. მან აღნიშნა, რომ რეფერენდუმს ფინანსური ბაზრის სტაბილიზაცია მოჰყვა.
„ჩვენ ისევ გვაქვს სირთულეები, უმუშევრობის 10%-ზე შენარჩუნება ერთ-ერთი გამოწვევაა. ფინანსური კრიზისის შემდეგ თურქეთში 7,3 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა“. - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ “თურქეთს აქვს რესურსები, რომ გაუძლოს კრიზისებს და მოახერხოს განახლება.“ მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის კუთხით, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებმა თურქეთს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. მაგრამ მიუხედავად უთანხმოებებისა, მისი თქმით, თურქეთმა უნდა გააგრძელოს ვაჭრობა და გააღრმავოს ეკონომიკური კავშირები მის მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან.
„რეალურ სიტუაციებში კომპრომისებზე წასვლაა საჭირო, ისეთი გზის გამონახვაა საჭირო, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. ორივე ქვეყნის, რუსეთისა და თურქეთის საერთო ინტერესშია პრობლემების მოგვარება. ჩვენ სწორი გზით მივდივარ, ურთიერთობა 2015 წლის ნოემბრის შემდეგ გაუმჯობესდა [თურქეთის მიერ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგ]. რუსეთი მნიშვნელოვანი მეზობელი და სავაჭრო პარტნიორია... მნიშვნელოვანია ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციები“, - განაცხადა მან რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე საუბრისას. მანვე აღნიშვნა, რომ “თურქეთმა უნდა შეინარჩუნოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსი. ჩვენ, ჩვენის მხრივ უნდა გავატაროთ რეფორმები და შევინარჩუნოთ ეს [ევროინტეგრაციის] გზა“.
რეგიონში მიმდინარე პრობლემებმა, საგარეო ფაქტორებმა და ასევე გასული წლის გადატრიალების მცდელობამ, თურქეთს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა თურქეთის ზრდის პროგნოზები დრამატულად შეამცირეს. თურქეთის მთავრობამ საპასუხოდ კომპანიებისთვის გადასახადები შეამცირა, უმუშევრობის ზრდის შესამცირებლად „უმუშევრობის ფონდის“ მეშვეობით ხელი შეუწყო ბიზნესების მიერ ახალი თანამშრომლების აყვანას. ამასთან, ხელისუფლება შეეცადა უკმაყოფილების ჩახშობას, გადატრიალების მცდელობამ მათ მისცა საბაბი და შესაძლებლობა, დაეშალათ და აეკრძალათ მუშათა გამოსვლები, ასევე, ზეწოლა მოეხდინა პროფკავშირებზე.
თურქეთის ექსპორტიორთა გაერთიანების პრეზიდენტის, მეჰმეტ ბუიუკეკშის თქმით, მარტის თვიდან ექსპორტი თურქეთში 25 პროცენტით გაიზარდა.
„ხშირად, თურქეთის ეკონომიკურ მდგომარეობას ნეგატიურად აშუქებენ. თუმცა უცხოური ინვესტიციები თურქეთში იზრდება. ეკონომიკა ჩვენთვის ახლა მთავარი საკითხია“, - აღნიშნა მან თურქეთის მედია ფორუმზე.
პოზიტიურად აფასებს თურქეთის ეკონომიკურ პოტენციალს „თურქულ-ბრიტანული სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტი ტიმ ბრაითი. მისი თქმით, „თურქეთის ეკონომიკა ძალიან ღიაა“, რაც მისი მთავარი მამოძრავებელია.
„ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ვხედავთ პოტენციალს არა მარტო დიდ ქალაქებში არამედ არა-ურბანულ დასახლებების შემთხვევაშიც“, - ამბობს ბრაითი.
მიმომხილველები ამბობენ, რომ მმართველმა, სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP) მოახერხა ეკონომიკური კრიზისის დროებით თავიდან აცილება, თუმცა ერდოღანის პარტიამ თურქეთის უდიდეს არჩევნებში რეფერენდუმი წააგო, მთავრობის მიერ არჩეულმა საბანკო და ფინანსური სექტორის რეგულირების პოლიტიკამ კი შესაძლოა გრძელვადიან პერიოდში ნეგატიური შედეგები მოუტანოს ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ რეფერენდუმის წინ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე დიდი ენერგია დახარჯა, სიტუაცია შესაძლოა მათ საწინააღმდეგოდ შეტრიალდეს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები