კოფი: ეს გზავნილია, რასაც ერთ დღეს ალიანსში საქართველოს წევრობა მოჰყვება
ამერიკის ხმის ინტერვიუ ამერიკული ფონდის Heritage-ის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორთან, ლუკ კოფისთან.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც ხედავთ ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მომავალს ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრის შემდეგ?
ლუკ კოფი: მომავალს სიფრთხილითა და ოპტიმიზმით ვუყურებ. შეშფოთებული ვიყავი იმით, რაც წინასაარჩევნო კამპანიისას მესმოდა. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვხედავთ, რომ მისი ზოგიერთი შეხედულება შერბილდა, სხვა შეხედულებები კი დაიხვეწა. ის გრძნობს, თუ რა დიდია შეერთებული შტატების უმაღლესი მთავარსარდლის პასუხისმგებლობა. მას უფრო მეტ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი და ხედავს პრეზიდენტის გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგს. ამგვარად, კანდიდატ დონალდ ტრამპის რიტორიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკით იცვლება. ბრიუსელში სტუმრობა მასზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს.
აშშ-ის პრეზიდენტთან პირადად შეხვედრის შემდეგ, დარწმუნდნენ, თუ არა ევროპელი მოკავშირეები ევროპული სტრუქტურებისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში? ნატოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია შეიცვალა, მაგრამ მას ჯერაც არ დაუგმია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, აგრეთვე არ უთქვამს, რომ კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის ერთგულია.
ლუკ კოფი: ვფიქრობ, ევროპის ლიდერებს შეშფოთების საფუძველი აღარ ექნებათ. მე ამის მჯერა. უნდა გითხრათ, რომ არ ვეთანხმები თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს. პრეზიდენტმა გარკვევით თქვა, რომ სანქციები ძალაში დარჩება, სანამ რუსეთი განაგრძობს ყირიმის უკანონო ოკუპაციას და არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს. ვფიქრობ, მან ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა, რომ რუსეთი შეერთებული შტატების პარტნიორი არაა. ეს არ მომხდარა უკრაინის, ან აღმოსავლეთი ევროპის გამო. ეს მოხდა სირიის გამო. სირიაში უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მომხდარმა ამბებმა - ქიმიური იარაღის გამოყენებამ და რუსეთის რეაქციამ, გნებავთ, რეაქციის არარსებობამ - პრეზიდენტი ტრამპი დაარწმუნა, რომ სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, რუსეთი შეერთებული შტატების პარტნიორი ვერ იქნება. ჩემი აზრით, ტრამპი ნატოს შესახებ სწორ განცხადებებს აკეთებს. დიახ, მან თქვა, რომ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს შეერთებული შტატების ვალი მართებს, რადგან თავდაცვაზე ცოტას ხარჯავს. ეს განცხადება, რა თქმა უნდა, სასაცილოა. არავის ჩვენი ვალი არ მართებს. ნატო ასე არ მუშაობს. ზოგიერთი ასეთი განცხადება რომ გვერდზე გადავდოთ, სხვა მხრივ, ის სწორ აქცენტებს აკეთებს, როდესაც ნატოს მნიშვნელობასა და საერთო საფრთხეებზე საუბრობს. ვაშინგტონი პოლიტიკურად იმდენად გაყოფილია, ხოლო აქ მიმდინარე პოლიტიკური დებატები იმდენად მოწამლული, რომ ტრამპმა ჩაფხუტი რომ დაიხუროს, იარაღი აისხას და პირადად გაემართოს ესტონეთის დასაცავად, ოპონენტები მაინც იტყვიან, რომ ის ნატოს მხარს არ უჭერს.
რა როლი აკისრია ნატოს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში?
ლუკ კოფი: ძალიან უმნიშვნელო. ალიანსი კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისთვის არ შექმნილა. მას ტერორიზმთან ბრძოლის საშუალებები არ გააჩნია. ის თავადაა ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი, მაგრამ არა სრულფასოვანი კონტრ-ტერორისტული ორგანიზაცია. მას არ გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი რადიკალიზაციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად; არ გააჩნია სამართალდამცავი უწყებების მართვის ფუნქცია, რაც ტერორიზმთან ბრძოლას სჭირდება; არც ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის უნარი. სამაგიეროდ, ეს საშუალებები გააჩნიათ ნაციონალურ მთავრობებს. ნატოს წევრ სახელმწიფოებს ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, მაგრამ ნატო, როგორც ინსტიტუტი, ვერაფერს იზამს. ნატომ უნდა დაიბრუნოს ის ფუნქცია, რომელიც დაარსებისას იკისრა - მისი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ჩრდილოეთ სირიაში კონტრ-ტერორისტულ ოპერაციაში ჩართვა მისი საქმე არაა.
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. არაწევრ სახელმწიფოში ასეთი ღონისძიება იშვიათად იმართება. რას ეუბნება ეს ფაქტი ქვეყანას, რომელიც ჯიუტად მიისწრაფის ნატოს წევრობისაკენ?
ლუკ კოფი: ასამბლეის ჩატარება მნიშვნელოვანი გზავნილია. ღონისძიებისათვის დრო შესანიშნავადაა შერჩეული. როგორც ვიცი, საქართველოში წუხან, რომ ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრების პარალელურად ნატო-საქართელოს კომისია არ იკრიბება და საქართველო შეხვედრების დღის წესრიგში არ არის. ეს იმიტომ, რომ ბრიუსელში ნატოს სამიტი არ იმართება. ეს არაა სამიტი. ესაა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეკრება, რაც ახალი ლიდერების არჩევის შემდეგ ჩვეულებრივი ამბავია. ამგვარად, საქართველოს საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს. ეს უბრალოდ შეხვედრაა. ბრიუსელის შეხვედრების შემდეგ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში სტუმრობა კი გზავნილია, რომ ნატოს სურს საქართველოსთან ახლო ურთიერთობა, რასაც ერთ დღეს ალიანსში საქართველოს სრულფასოვანი წევრობა მოჰყვება.
თუ შეიძლება, მოკლედ შეაჯამეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობა. რას უნდა ველოდოთ ორმხრივ ურთიერთობაში სამომავლოდ?
ლუკ კოფი: ურთიერთობა მჭიდროა. ქართველებმა უნდა იამაყონ, რომ ასე დაუახლოვდნენ ნატოს, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრები არ გამხდარან. მესმის, როგორი იმედგაცრუებული შეიძლება იყოს ქართველი ჯარისკაცი, ან რიგითი მოქალაქე იმით, რომ გაწევრიანების გზაზე, ერთი შეხედვით, პროგრესი არ ჩანს. ჩემთვის, შესაძლოა, ადვილი იყოს ამის თქმა, მაგრამ მინდა გთხოვოთ, არ დაკარგოთ მოთმინება და განაგრძოთ წინსვლა, რადგან თავის დროზე თქვენ იქ მიხვალთ. 90-იანი წლების დასაწყისში სასაცილოდ არ ეყოფოდათ იმაზე საუბარი, რომ 10-15 წლის შემდეგ ესტონეთი, პოლონეთი, უნგრეთი ნატოში გაწევრიანდებოდნენ. მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაშია. საქართველოს ხალხმა ეს დაამტკიცა, საქართველოს მთავრობათა წარმატებებმა კარგი საფუძველი შექმნა. დროა საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო მიაღწევს მიზანს.
და ბოლო შეკითხვა-თქვენ ახლახან მონაწილეობდით განხილვაში, რომელიც სამხრეთი კავკასიის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს მიეძღვნა. რას უნდა მიაქციოს ტრამპის ადმინისტრაციამ ყურადღება?
ლუკ კოფი: ადმინისტრაციამ სამხრეთი კავკასია შეერთებული შტატების დიდი სტრატეგიის ნაწილად უნდა აღიაროს, სტრატეგიისა, რომელიც ჩვენი კონკურენტებისა და მტრების მიმართ ამერიკის დამოკიდებულებას განსაზღვრავს. რეგიონში ძალიან აქტიურობენ რუსეთი, ირანი, ჩინეთი. შეერთებულ შტატებს კი უკანა რიგის მაყურებლის ადგილი უჭირავს. ვფიქრობ, რეგიონში ბევრი ელოდება, რომ აშშ გააქტიურდება. მიმაჩნია, რომ ამერიკის მეტი ჩართულობა ჩვენ ეროვნულ ინტერესებს განამტკიცებს. რაც შეეხება გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, საქართველოს მსგავს ქვეყანაში გამოწვევად რჩება ქვეყნის საქმეებში რუსეთის ჩარევა. რუსეთი აგრძელებს თქვენი ქვეყნის ოცი პროცენტის ოკუპაციას.
-
გადახედვაიოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული იოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული
-
გადახედვასაბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვა"დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე "დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
კომენტარები