ლგბტ უფლებები, სირიისა და უკრაინის კრიზისი - მაკრონისა და პუტინის შეხვედრა დასრულდა
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ვერსალის სასახლეში დასრულებულია. ემანუელ მაკრონი დღეს, პრეზიდენტის რანგში, პირველად შეხვდა რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს.
Deutsche Welle-ს ცნობით, ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო სირიაში არსებულ სიტუაციასა და ლგბტ ადამიანების უფლებებს ჩეჩნეთში.
შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ასადის მხარდამჭერია, განაცხადა, რომ ტერორიზმთან საბრძოლველად საჭიროა სტაბილურობა სირიის სახელმწიფოში. პრესკონფერენციაზე მაკრონმა თქვა, რომ მან და პუტინმა ამ თემაზე მოსაზრებები გაცვალეს, თუმცა, ბევრ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
ემანუელ მაკრონმა პუტინთან დიალოგისას ჩეჩნეთში ლგბტ თემის უფლებების საკითხი დააყენა და თქვა, რომ ის მუდმივად ყურადღებით აკვირდება ამ თემას.
პუტინთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, მაკრონმა ასევე რუსულ მედიასაშუალებებს "პროპაგანდისტული" უწოდა და განმარტა თუ რატომ აუკრძალა მათ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება:
"Russia Today და Sputnik საარჩევნო კამპანიის დროს მცდარ ამბებს აშუქებდნენ პირადად ჩემზე და ჩემს კამპანიაზე".
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის და პუტინი შეთანხმდნენ, რომ უკვე დროა უკრაინის ახალი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს.
პუტინმა თავის მხრივ თქვა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთზე, იმ ქმედებებისთვის, რასაც აღმოსავლეთ უკრაინაში აკეთებს, ვერ დაასტაბილურებს იქ სიტუაციას.
გასულ კვირას დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართა და ემანუელ მაკრონი პირველია მასში მონაწილე დასავლელ ლიდერებს შორის, ვინც ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
სამიტზე ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ბევრი საკითხი არსებობს, რაც რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე ვერ გადაწყდება. მან ასევე თქვა, რომ იგი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით დათმობაზე არ წავა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები