რადიო მარნეული პარტია ახალი საქართველოს წევრს ჟურნალისტის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
სათემო რადიო მარნეული აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტია ახალი საქართველოს წარმომადგენელმა მარნეულში, ქამრან მამედოვმა რადიოს ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც მედიასაშუალება აცხადებს, 29 მაისს, რადიო მარნეულის ჟურნალისტის ფერვინ აბდულაევის საავტორო გადაცემაში Uzun İncə Bir Yol (ცხოვრების საინტერესო გზა) მიწვეული იყო პარტია ახალი საქართველოს წევრი ქამრან მამედოვი, საუბრის თემა კი ახალგაზრდების პრობლემები იყო. რადიო მარნეულის თქმით, წინა წლის წინასაარჩევნო პერიოდში მათი მედია პლატფორმა ღია იყო მამედოვისთვის ისევე, როგორც სხვა პარტიების წარმომადგენლებისთვის, რადგან სათემო რადიოს ამოცანა და მოვალეობა საარჩევნო პერიოდში ყველა პარტიასა და ყველა კანდიდატზე ინფორმაციის მიწოდებაა, ამომრჩევლების მხრიდან ინფორმირებული არჩევანის უზრუნველსაყოფად.
რადიო ამ ეტაპზე მაუწყებლობს ინტერნეტის საშუალებით (ლაივსტრიმი), ასევე სოციალურ ქსელის, კერძოდ, facebook live-ით. ამ ორი სიგნალით ინტერვიუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
"ინტერვიუში ჟურნალისტმა ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებაზე – განათლების მიღებაზე კითხვა დასვა, კერძოდ, ჩვენმა რეპორტიორმა ყურადღება არასრულწლოვანთა მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სრული კურსის დაუმთავრებლობაზე გაამახვილა – გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, თუ როგორ ახსნას მოუძებნიდა ამ პრობლემას მიწვეული სტუმარი. რედაქციისთვის მოულოდნელად, მამედოვმა კითხვის მოსმენისთანავე ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – როგორც აღმოჩნდა, მამედოვის აზრით, კითხვა ადრეული ქორწინების საკითხს შეეხებოდა (ცხადია, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ასრულებენ სკოლას არასრუწლოვანი მოსწავლეები, სწორედ ადრეული ქორწინებაა და ამ საკითხის განხილვას ჩვენს ერთ-ერთ მოვალეობად მივიჩნევთ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ განათლების მიღების უფლებაზე გვინდოდა გაგვემახვილებინა ყურადღება და გვაინტერესებდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მოსაზრება).
სტუმრის მხრიდან შეურაცხყოფისა და ხმამაღალი შეძახილის ფონზე, ეთერი ჩაიშალა, მუქარის შინაარსის შემცველი ტექსტი მამედოვმა ამჯერად საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, მეტიც, ახალი საქართველოს წევრმა ფეისბუქ ლაივის საშუალებით გააგრძელა ჟურნალისტის შეურაცხყოფა და ადრეული ქორწინების ფაქტების წახალისება", - აცხადებს რადიო მარნეული.
მათივე თქმით, სათემო რადიო მარნეული ყოველთვის შეუწყობს ხელს ისეთი დისკუსიის წარმართვას, რომლის მიზანი თემის ყველა წევრის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებას ეხება:
"ჩვენ ვართ მედიაორგანიზაცია, რომელსაც გვაკისრია პასუხისმგებლობა, საზოგადოებაში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესი დავიცვათ და მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას პრობლემათა მოსაგვარებლად, ამ პროცესის დაკვირვება და კონტროლი კი ჩვენი მოვალეობაა.
რადიო მარნეული ვერ წაახალისებს ძალადობრივ, შეურაცხმყოფელ და ადამიანის უფლებების შემლახავ ქმედებას არცერთი მოწვეული სტუმრის მხრიდან, მით უმეტეს, პოლიტიკური პარტიების წევრების მხრიდან, რომელთაც ამბიცია აქვთ, ჰქონდეთ უმრავლესობის მხარდაჭერა და მართონ თემი, მუნიციპალიტეტი, რეგიონი, ქვეყანა".
რადიო მოუწოდებს პარტია ახალი საქართველოს წევრს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ და ითხოვს ახსნა-განმარტებას პარტიის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების მხრიდან: ასეთი ქმედება დამოუკიდებელი მედიის მიმართ თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება.
"ჩვენ ისევ გავაგრძელებთ მწვავე საკითხებზე დისკუსიის გამართვას, მიუხედავად იმისა, მოსწონთ ეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიებისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ არა, რადგან ვემსახურებით საზოგადოებას და ვმუშაობთ თემისთვის", - აცხადებს რადიო მარნეული.
On.ge შეეცდება ქამრან მამედოვისა და პარტია ახალი საქართველოს პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში შემოგთავაზოთ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები