დღეს თბილისის მეათე საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი იხსნება
დღეიდან ოთხი ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
31 მაისს, 20:00 საათზე, ფესტივალის ოფიციალური გახსნის საღამო გაიმართება, სადაც DJ-ის მიერ შექმნილი კინომუსიკის სეტის ფონზე, დამსწრე საზოგადოება ფესტივალის შესახებ მიიღებს ინფორმაციას, შემდეგ კი რეჟისორ გიორგი ოვაშვილის სტუდენტური ნაშრომის ვაგონეტი ჩვენება შედგება.
რაც შეეხება დახურვის საღამოს, 4 ივნისს, 20:00 საათზე, ფესტივალის დასკვნით საღამოს მუსიკალურად თბილისის მერიის ბიგ-ბენდი გააფორმებს.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. ასევე გაიცემა ჟიურის სპეციალური პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებიც მსოფლიო კინოსკოლებში ისწავლება: რეჟისურა, ოპერატორის ნამუშევარი, მონტაჟი და ხმა.
სელექციის შედეგად ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში მოხვდა ცხრამეტი ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი, მათ შორისაა - აშშ, გერმანია, არგენტინა, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ბელგია და საქართველო.
2017 წლის ფესტივალის ჟიურის წევრები არიან:
- ინდოელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი აშვინ მალიქი;
- ისრაელის კინოინდუსტრიის აქტიური წევრი, პროდიუსერი ეითან ევანი;
- ლიტველი პროდიუსერი რამუნას პავილინსკასი;
- ირანელი კინემატოგრაფსტი, კარნამეს ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის
- დამფუძნებელი და ბორდის წევრი ალირეზა სოლტანიში
- ქართველი მსახიობი ნინო კასრაძე.
ფესტივალის პროგრამა, ასევე მოიცავს ჟიურის წევრების მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე:
- "რასა" - მიდგომა სინემატიკურ თხრობასთან
- როგორ განვავითაროთ წარმატებები?
- როგორ შევქმნათ ფილმის რიმეიქი
- მსახიობის მუშაობა კამერასთან და რეჟისორთან
- ურთიერთობა პროდიუსერებს და დამწყებ რეჟისორებს შორის
მასტერკლასების გარდა, თეატრალური უნივერსიტეტის კინოკლუბში გაიმართება ყველა საკონკურსო ფილმის ჩვენება.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია (მის: აღმაშენებლის გამზ. 40).
2017 წელს ფესტივალს ჰყავს საპატიო სტუმარი - იერჟი რუდჟინსკი, პოლონელი ოპერატორი, რომელიც გახლავთ ლოძის კინოსკოლის პროფესორი. მას აქტიური შემოქმედებითი პროცესები აკავშირებს ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორიც არიან კშიშტოფ კისლიოვსკი, ანჯეი ვაიდა და სხვა. პოლონელი ოპერატორი სამ დღიან ვორქშოფს ჩაატარებს ქართველ სტუდენტებთან: ფერთან და კამერასთან მუშაობის მეთოდოლოგიისა და სხვა თემების შესახებ.
წელს, ფესტივალს დაესწრება საკონკურსო პროგრამის ათამდე უცხოური ფილმის ავტორი და გადამღები ჯგუფის წევრი, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი სტუდენტების, მომავალი კოლეგების გაცნობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები