ბრაზილიელი მსახიობი სუზანა ვიეირა ქალთა უფლებებისთვის მასშტაბურ აქციას გეგმავს
ბრაზილიელი მსახიობი სუზანა ვიეირა რიო დე ჟანეიროში ქალთა უფლებების დასაცავად მარშის მოწყობას გეგმავს. როგორც მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ის აღარ აპირებს ქვეყანაში გაბატონებულ უსამართლობას შეეგუოს.
"ჯერ კიდევ 50 წლის წინ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ხმამაღლა ვთქვი, რომ არ ვითამაშებდი სუსტ და დაუცველ ქალებს. ჩემი მთავარი მიზანი, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, ქალებისთვის მაგალითის მიცემა იყო, სწორედ ამიტომ ყოველთვის ვირჩევდი როლებს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრძოლას და ცხოვრების გაგრძელებას ყოველთვის აქვს აზრი. ბრაზილიაში ქალებზე ძალადობენ ქმრები, მამები, შვილები, თანამშრომლები, ძალადობენ ყველგან. სწორედ ამიტომ დროა ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ, ქალები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავუდგეთ მხარში და გავაგებინოთ რიოს, სან-პაულოს, ბრაზილიას და მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ძლიერი, მრისხანე ხმა გვაქვს, რომელსაც წინ ვერაფერი ვერ დაუდგება", - ამბობს სუზანა.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულოში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა, იმავე დღის საღამოს კი მსგავსი ფაქტი რიო დე ჟანეიროში დაფიქსირდა.
როგორც გაირკვა, ქალზე ძალადობის ფაქტები ბრაზილიაში ხშირად ხდება. ამას დაემატა ისიც, რომ მსახიობმა ჟოზე მაიერმა ჟურნალ Vejo-სთან ინტერვიუში, ქალ პარტნიორებზე ირონიულად ისაუბრა და მათი სამსახიობო ნიჭის ნაცვლად აქცენტები მათი სხეულის ფორმებზე გააკეთა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მისი კოლეგებისთვის და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, მაიერმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ის ყოველთვის იცავდა და დაიცავს ქალთა უფლებებს.
გახშირებული ძალადობა და მსგავსი დამოკიდებულებები გახდა ბოლო წვეთი, რამაც ბრაზილიელი მსახიობები მასშტაბურ აქციამდე მიიყვანა, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით და რეიტინგით ნომერ მეორე კომპანია გლობოს მსახიობები შეუერთდნენ.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები