ხადიჯა ისმაილოვა: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ დანაშაულში გარეული არ არის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მეორე დღეა არწმუნებენ საზოგადოებას, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ და როგორ მოახერხა თბილისის ცენტრიდან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცება, რომელიც მოგვიანებით, ადვოკატებმა ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოაჩინეს, ისე რომ სახელმწიფო საზღვარზე, საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია.
მუხტარლი გამომძიებელი ჟურნალისტია. იგი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო, 2014 წლიდან, ოჯახთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა და პროფესიულ საქმიანობას აქედან ეწეოდა.
ჟურნალისტი თანამშრომლობდა ლონდონში მდებარე Institute for War and Peace-თან. ასევე, ოპოზიციური Meydan TV-თვის იძიებდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კორუფციულ ტენდერებს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის მრავალმილიარდიან ბიზნესს აქტივებს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე. ეხმარებოდა სხვა ჟურნალისტებსა და დისიდენტებს თბილისში თავშესაფარი ეპოვათ.
29 მაისს, საღამოს 6 საათზე, აფგან მუხტარლი და კიდევ ერთი აზერბაიჯანელი პოლიტდევნილი დაშქინ აღალარლი ერთმანეთს, თბილისის ცენტრში, ვეკუას ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) ყვავილების ბაზრობასთან ახლოს, კაფეში შეხვდნენ. ერთი საათის შემდეგ დაიშალნენ. აღალარლი იხსენებს, რომ მუხტარლის ბოლოს მეუღლემ დაურეკა და სახლში პურის მიტანა სთხოვა. ამის შემდეგ იგი აღარავის უნახავს.
მეორე დღეს, 30 მაისს, თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი ბაქოში, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცენტრალურ სამმართველოს იზოლატორში აღმოაჩინეს. ნაცემ აფგან მუხტარლის, რომელსაც ჯიბეში პასპორტიც კი არ ედო, 10 000 ევროც „უპოვეს“, ბრალად „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და კონტრაბანდის გადატანა წაუყენეს.
ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელსაც დღეს ბაქოში დავუკავშირდით, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ეს გატაცება არის სამარცხვინო შემთხვევა საქართველოს „დემოკრატიული იმიჯისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“ და ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირს აგონებს.
„ასეთი რამ ხდებოდა საბჭოთა დროს, როცა НКВД-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) სამხედრო კონტრდაზვერვის სამმართველო Смерш-ი («Смерть шпионам!») სხვადასხვა ქვეყანაში იტაცებდა ადამიანებს, რომ შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას მათი საჩვენებელი დასჯა მოეწყო.
ახლა ეს ხდება საქართველოსა და აზერბაიჯანში. ან, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს უსაფრთხოებას საკუთარ ქვეყანაში და ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურს შეუძლია თბილისში ადამიანის მოტაცება, ან კიდევ, თანამშრომლობს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან, რათა ჩვენს დისიდენტებს გაუსწორდნენ.
ფაქტია, რომ გატაცებამდე, აფგან მუხტარლი საჯაროდ ამბობდა, რომ მას ღიად უთვალთვალებენ უკვე ხანგრძლივი დროის მანძილზე.“
ხადიჯა ისმაილოვა და აფგან მუხტარლი წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდნენ. 2014 წლის დეკემბერში, როცა ხადიჯა ბაქოში დააპატიმრეს, აფგანი იძულებული გახდა თავშესაფარი საქართველოში ეძებნა.
2015 წელს, ხადიჯა ისმაილოვას ბაქოს სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ პერიოდში, მუხტარლიმ საქართველოში მცხოვრებ დევნილ აქტივისტებთან ერთად, ხადიჯას და სხვა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით, თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გამართა.
საბოლოოდ, 2016 წლის 26 მაისს, ძლიერი საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ციხიდან გამოუშვა, თუმცა ზუსტად ერთი წლის თავზე, დიდი შანსია, ციხეში, დიდი ხნით, უკვე ჟურნალისტი აფგან მუხტარლი მოხვდეს.
ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, 29 მაისს, საღამოს, მუხტარლი თბილისში, ვეკუას ქუჩიდანვე გაიტაცეს. იგი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, სცემეს, შეუკრეს ხელები და თავზე პაკეტი ჩამოაცვეს. ამის შემდეგ, გამტაცებლებმა, რომლებიც თითქმის არ საუბრობდნენ, ორჯერ გამოიცვალეს ავტომობილი.
მესამე ავტომობილში უცნობი პირები უკვე აზერბაიჯანულად საუბრობდნენ. აფგან მუხტარლი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნეიტრალურ ზონაში ჩამოსვეს და ბელაქნის ერთ-ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გაუშვეს, სადაც იგი მესაზღვრეებმა დააპატიმრეს კიდეც.
ხადიჯა ისმაილოვა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში არ გამორიცხავს, რომ აფგან მუხტარლის გატაცებასთან, საქართველოს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან ერთად, კავშირი ჰქონდეს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო თვალთვალში არაერთხელ არის შემჩნეული:
„აზერბაიჯანელი აქტივისტები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ ამბობენ, რომ მათ ხშირად უთვალთვალებდნენ „სოკარის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა რათა დაიცვას სტუმრები „სოკარის“ გასამხედროებული უსაფრთხოების სამსახურისგან.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის არ არის გარეული დანაშაულში, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ მოხდა; ეს რომ დაამტკიცოს საქართველომ, პირველ რიგში უნდა გამოიძიოს დანაშაულის ფაქტი, მეორეც, საქართველომ აზერბაიჯანულ მხარეს ძლიერი დიპლომატიური პასუხი უნდა გასცეს.“
აზერბაიჯანელი უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ ერთ უცნაურ დამთხვევაზე. 2017 წლის 4 მაისს, ბაქოში, პროსახელისუფლებო ინტერნეტ-გამოცემა haqqin.az-მა გამოაქვეყნა ვრცელი ოპუსი სათაურით: „ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი თბილისში“.
გარდა საქართველოს სახელმწიფოს დამამცირებელი ფრაზეოლოგიისა და ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, პუბლიკაციაში ჩამოთვლილია, საქართველოში მყოფი თითქმის ყველა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, სამუშაო ადგილებისა და საცხოვრებელი მისამართების მითითებითაც კი. შეჯამების სახით სტატიაში დასმულია კითხვა: „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოდესმე მისცა ქართულ ოპოზიციას არენა ბაქოში? რითი დაიმსახურა ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობისა და სამართალდამცავების ასეთი დამოკიდებულება?“
ამ ოპუსის გამოქვეყნებიდან, 18 დღეში, თბილისში, პუბლიკაციაში დასახელებული ერთ-ერთი პირი, აზერბაიჯანის ოპოზიციასთან დაახლოებული ექიმი, კლინიკა „ლანცეტის“ მეპატრონე ფარმან ჯეირანლი „ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციების“ ბრალდებით დააპატიმრეს.
კიდევ 12 დღეში კი თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაიტაცეს. აფგანი და მის მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა პუბლიკაციაში „რადიკალ რევოლუციონერებად“ არიან მოხსენიებულნი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები