ევროკომისარი მუხტარლის საქმეზე: საქართველო ვალდებულია, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ნილს მუჟნიეკსი, საქართველოდან გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია ამ ვითარებაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მობილიზება და დამოუკიდებელი, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება:
"შეძრწუნებული ვარ იმით, რაც აფგან მუხტარლის დაემართა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტსა და აქტივისტს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მას ახლა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით პატიმრობა ემუქრება. მუხტარლი 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. მან აზერბაიჯანი დატოვა, რადგან მთავრობის საქმიანობის კრიტიკულად გაშუქების გამო, რეპრესიები ემუქრებოდა.
მისი ადვოკატის თქმით, მუხტარლის ჯიბეში ფული ჩაუდეს და სცემეს. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით უნდა მოეკიდოს. საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ვალდებულნი არიან ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება ჩაატარონ განვითარებულ მოვლენებზე და საჭირო ზომები მიიღონ. ამავე დროს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს მუხტარლი და გაუფრთხილდეს მის უფლებებს, მათ შორის, დაიცვას ის წამებისა და მუქარისგან".
აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტია, რომელიც თავს თბილისს აფარებდა ოჯახთან ერთად. მისი ცოლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგანი თბილისში, სოლოლაკის ტერიტორიიდან 29 მაისს დაიკარგა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. მუსტაფაევას აინტერესებს, როგორ გადაკვეთა მუხტარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი მაშინ, როცა მისი პასპორტი თბილისში, სახლში ჰქონდა დატოვებული. თავად მუხტარლიმ აზერბაიჯანში ადვოკატს უთხრა, რომ ის ნაცემია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათ გამოძიება ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყეს, თუმცა, ჯერ არ განუმარტავთ, როგორ აღმოჩნდა თბილისში დაკარგული ჟურნალისტი ბაქოს ციხეში. აფგან მუხტარლი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილ პირებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ, რადგან მათ თავშესაფარს არ აძლევენ და უკან, აზერბაიჯანში აბრუნებენ, სადაც წამება და მრავალწლიანი პატიმრობა ელოდებათ.
აფგან მუხტარლის აზერბაიჯანის პროკურატურამ სამი ბრალი წაუყენა, სასამართლომ კი ჟურნალისტს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები