ყველაზე პოპულარული იაპონური ანიმაციური სტუდია Ghibli, 2020 წლისთვის საკუთარ გასართობ პარკს გახსნის.

როგორც ცნობილია, პარკის მთავარი თემა ჰაიაო მიაძაკის 1988 წელს შექმნილი ანიმე ჩემი მეზობელი ტოტორო იქნება.

"აქამდე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი ტოკიოს დისნეილენდი და ოსაკას უნივერსალ სტუდიის პარკები იყო. დროა ეს შეიცვალოს და ყველაზე დიდი ადგილი Studio Ghibli-ს ანიმეების პარკს დავუთმოთ", - ამბობენ სტუდიის მფლობელები.

იაპონიაში უკვე გამოიყო ორას ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია, სადაც რამდენიმე წელში ანიმეების მოყვარულებს უმასპინძლებს.