იან კელი წითელაშვილის ბრალდებაზე: პანკისის ხეობაში ერთხელ ვიყავი, ისიც პრეზიდენტთან ერთად
აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ტრისტან წითელაშვილის ბრალდებას პასუხობს და ამბობს, რომ იგი პანკისის ხეობაში მხოლოდ ერთხელ იყო, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. ელჩი ასევე აცხადებს, რომ აშშ ებრძვის ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს დაქართველოს რეფორმებს:
"მოხარული ვარ, რომ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს უნდა გავცე პასუხი. მიმაჩნია, რომ საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა არის უმნიშვნელოვანესი. ჩემი საქმიანობა არის გამჭვირვალე, საჯარო და გაშუქებული. მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და საქართველოს განვითარებას. ზოგადად, ჩემი მთავრობა ებრძვის ტერორიზმს".
გუშინ, 2 ივნისს, სააგენტო პატრიოტმა გაავრცელა ვიდეო, თუმცა ჩანაწერი ამჟამად მათ საიტზე აღარ იძებნება. ვიდეოჩანაწერის თანამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ე.წ. "დასავლური საფრთხეები", რომელშიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ტრისტან წითელაშვილი მონაწილეობდა.
თსუ-ში გამართული ანტიდასავლური დისკუსიის დროს, წითელაშვილმა იან კელი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ "საქართველო არის აშშ-ის მძევალი" და რომ "იან კელი პანკისში სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს შეხვდა". წითელაშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, საქართველოსთან ისაუბროს აფხაზეთისა და ოსეთის საკითხზე.
უნივერსიტეტის პრორექტორის მიხეილ ჩხენკელის თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა თემაზე იმართებოდა შეხვედრა. რუსთავი 2-თან საუბრისას მან განმარტა, რომ სივრცის დათმობისას, ყოფილმა თანამშრომელმა შეცვალა თემა:
"მან მოატყუა ფაკულტეტი და უნივერსიტეტი. თსუ ემიჯნება ყველა განცხადებას, რაც ამ ე.წ. სამეცნიერო შეხვედრაზე გაკეთდა. ჩვენი უნივერსიტეტი მუდამ იყო არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული".
ტრისტან წითელაშვილს ამჟამად პოლიტპატიმრის სტატუსი აქვს. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა. წითელაშვილი გასულ წელს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე უნებართვოდ შესაძლო შესვლის საკითხზე, სკანდალში გაეხვა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები