10 ყველაზე სახიფათო ხიდი მსოფლიოში
ხიდი ადამიანის მიერ აგებული ხელოვნური ნაგებობაა, რომელიც ოდითგანვე გამოიყენებოდა სხვადასხვა ბუნებრივი დაბრკოლების გადასალახად. შესაბამისად იქ სადაც ცივილიზაციაა და ადამიანს ხელი მიუწვდება, იქვე ერთი-ორი ხიდიც აუცილებლად მოიძებნება.
მათ შორის არის ძვირადღირებული, თანამედროვე ინჟინერიის ნამდვილი შედევრები და ფარატინა ფიცრების და თოკების ერთობა, რომელსაც რთულია საერთოდ ხიდი უწოდო.
ნახეთ 10 ყველაზე სახიფათო ხიდი მსოფლიოში:
1. გასა, ნეპალი
გასა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ხიდია, ის ნეპალში, სოფელ გუსში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ პატარა, ვიწრო და სახიფათოა, მასზე ყოველდღიურად არაერთი ადგილობრივი გადაადგილდება, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვთ.
2. თოკის ხიდი, ჩრდ. ირლანდია
თოკის ხიდი, ქალაქ ანტრიმში, ჩრდ. ირლანდიაში მდებარეობს. თითქმის 21 მეტრის სიგრძის ვიწრო ბილიკი, 30 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული და ამ რთულად გადასალახ ხიდს ასევე არაერთი ტურისტი სტუმრობს.
3. ლერწმის ხიდი, იაპონია
ლერწმის ხიდი, იაპონიაში ომის დროს ააგეს. აღსანიშნავია, რომ ეს თითქმის 10 მეტრიანი ხიდი, არცთუ საიმედო მასალისგან არის დამზადებული.
4. ხიდი ნაგარას ნაციონალურ პარკში, მალაიზია
ეს ხიდი ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდია მთელს მალაიზიაში. ყოველდღიურად მას ერთი ბოლოდან მეორეზე გადასასვლელად ასობით ადგილობრივი და ტურისტი იყენებს. საქმე ისაა რომ წვიმების სეზონის დაწყებისთანავე ხიდზე გავლა თითქმის მომაკვდინებელი განაჩენის გამოტანის ტოლფასია.
5. ხიდი კაკუმის ნაციონალურ პარკში, განა
კაკუმის ნაციონალურ პარკში მდებარე ხის ხიდი, რომელიც ორ ტყის მასივს აკავშირებს და საკმაოდ საშიშადაც გამოიყურება, ისევე როგორც პარკი, თავად ხიდიც მუდმივად გადატვირთულია ადამიანებით.
6. ტრიფტაზინის ხიდი, შვეიცარია
ტრიფტაზინის ხიდი შვეიცარიაში 2004 წელს ააგეს. ის მიწიდან 110 მეტრის - სიმაღლეზე, ხოლო სიგრძეში 180 მეტრზეა გადაჭიმული. რეკონსტრუქცია ბოლოს 2009 წელს ჩაუტარდა, მაგრამ მასზე გადამსვლელებისთვის მინიმალური უსაფრთხოების ნორმები დღემდე არ არის დაცული.
7. უბადლო ხიდი, იაპონია
"უბადლო ხიდი" იაპონიაში 1950 წელს ააგეს და ის თავისი ვიწრო და არასაიმედო აგებულებით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ხიდია.
8. ნემსის ხიდი, საფრანგეთი
ზღვის დონიდან 3 800 მეტრზე გადაჭიმული ნემსის ხიდი, საფრანგეთში მდებარეობს. თუ სიმაღლის გეშინიათ, მასზე გავლა ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა.
9. საფეხმავლო ხიდი, პაკისტანი
პაკისტანში მდებარე საფეხმავლო ხიდი, თავისი სუსტი კონსტრუქციითა და მასზე გადებული ფარატინა ხის ნაჭრებით, ნამდვილ სათამაშოდ მოგეჩვენებათ. თუმცა, სამწუხაროდ, ის არაერთი ადამიანის მარშრუტს კვეთს, რადგან ერთი მდინარის ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
10. მარინბრუკეს ხიდი, გერმანია
მარინბრუკეს ლამაზი, მაგრამ სახიფათო ხიდი, გერმანიაში, ბავარიაში მდებარეობს. ის ორი თვალუწვდენელი კლდის ერთადერთი დამაკავშირებელია და ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილ ცხრა ხიდზე გადასვლამდე, ამ შემთხვევაშიც დაფიქრება გმართებთ, შემთხვევით "ბეწვის ხიდზე" ხომ არ დადიხართ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები