ლონდონში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორციელდა
ღამით, ლონდონში, მოქალაქეებზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.
პირველი შემთხვევა ლონდონის ხიდზე ლონდონის დროით 22:15 სთ.-ზე მოხდა, როდესაც მანქანა რამდენიმე მოქალაქეს დაეჯახა. პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერ-ჯერობით არ სახელდება.
ცოტა ხნის შემდეგ სხვა ინციდენტი მოხდა ახლომდებარე სავაჭრო უბან ბორო მარკეტში. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ დაინახეს ადამიანი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული და რამდენიმე ადამიანი დაჭრა.
ორივე ინციდენტს უკვე მიენიჭა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.
ტერორისტულ აქტს უკვე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი:
"ამერიკას რაც შეეძლება ლონდონისა და გაერთიანებული სამეფოს დასახმარებლად, ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენთან ვართ. ღმერთმა დაგლოცოთ", წერს ტრამპი ტვიტერზე.
საინფორმაციო სააგენტოებთან საუბრისას, თვითმხილველები დაჭრილ და დაშავებულ ადამიანებზე საუბრობენ. მათი თქმით, რამდენიმე ადამიანს ყელი ჰქონდა გამოჭრილი და დახმარებას ითხოვდნენ, ხოლო რამდენიმე ადამიანი უგონოდ იმყოფებოდა და სხეულზე ჭრილობების კვალი ეტყობოდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
განახლება: როგორც BBC The Sun-ზე დაყრდნობით იუწყება, პოლიციამ ორი თავდამსხმელი მოკლა, ხოლო სამს ჯერ კიდევ ეძებენ.
ამავდროულად, Daily Mail-ის კორესპონდენტი იტყობინება, რომ რამდენიმე წუთის წინ ბორო მარკეტში სამი აფეთქების ხმა გაისმა. ჯერ-ჯერობით დაუდგენელია რა აფეთქდა, არის თუ არა მსხვერპლი ან იყო თუ არა ეს აფეთქებები პოლიციის ოპერაციის შედეგი.
განახლება: იმავე ჟურნალისტისა და რამდენიმე თვითმხილველის თქმით, რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა, რომელიც წინა სამთან შედარებით ბევრად უფრო ხმამათალი და მასიური იყო. აფეთქებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია პოლიციას ან სხვა ძალოვან სტრუქტურას ჯერ არ გაუვრცელებია.
განახლება: The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა ათობით ადამიანი.
განახლება: The Sun-ის ერთ-ერთი რედაქტორის განცხადებით, მას პოლიციამ დაუდასტურა, რომ ლონდონში მომხდარი აფეთქბები პოლიციის მიერ იყო კონტროლირებული.
BBC-ის ინფორმაციით, ეს არის ის ავტომობილი, რომელიც ლონდონის ხიდზე რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები