ჟურნალისტების ნაწილი ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას ესწრებიან და საქართველოდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეზე პასუხებს ითხოვენ.

სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში იქ მისულმა ჟურნალისტებმა თავზე პოლიეთილენის შავი პარკი ჩამოიფარეს და ასე გამოხატეს აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი პროტესტი.

სხდომაზე დასწრება ჟურნალისტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ამ კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვედრის სურვილის შესახებ აცნობეს. ჟურნალისტებს მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

On.ge გთავაზობთ პირდაპირ ეთერს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან.