ნილ დეგრას ტაისონის უმნიშვნელოვანესი მესიჯი კაცობრიობას
ნილ დეგრას ტაისონი ასტროფიზიკოსი და მეცნიერების კომუნიკატორია, რომელსაც არაერთი ინსპირაციული მონოლოგი აქვს.
ეს კი, მისი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მესიჯია კაცობრიობისთვის. ვიდეომ უკვე 28 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა YouTube-ზე, ხოლო Facebook-ზეც ამდენივე აქვს.
გთავაზობთ ვიდეოს ტრანსკრიპტს:
„როგორ იქცა ამერიკა ერთი მიყრუებული ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოდ? ჩვენ წამოვიწყეთ ინდუსტრიები, რომლებიც მოითხოვდა მეცნიერულ და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ამიტომ არის მეცნიერება იმ ქვეყნის ფუნდამენტური ნაწილი, რომელიც დღეს ჩვენ ვართ.
მაგრამ, 21-ე საუკუნეში, როდესაც საქმე მეცნიერების შესახებ გადაწყვეტილებებს ეხება, ისე ჩანს, თითქოს ადამიანებმა სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთისაგან გარჩევის უნარი დაკარგეს. ის, თუ რა ინფორმაციას უნდა ვენდოთ და რას - არა, რა დავიჯეროთ და რა - არა. ამ დროს, ის ადამიანები, რომლებმაც მეცნიერების შესახებ ბევრი არაფერი იციან და მას უარყოფენ კიდეც, მოდიან ძალაუფლების სათავეში, რაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბებული დემოკრატიის განადგურების საფუძველია.
მაიკ პენსი: “უნდა მოვითხოვოთ რომ მასწავლებლებმა ამერიკაში ევოლუცია ასწავლონ არა როგორც დადგენილი ფაქტი, არამედ როგორც თეორია“.
რეპორტიორი: "ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მშობლების რაოდენობა იზრდება".
რეპორტიორი: "ამომრჩევლებმა დაამტკიცეს გენმოდიფიცირებული საკვების აკრძალვა".
რეპორტიორი: "კრიტიკოსები კლიმატის ცვლილებას „დაუსაბუთებელ მეცნიერებას“ უწოდებენ".
ეს არ არის ქვეყანა, რომელშიც მე ვიზრდებოდი და რომელიც მახსოვს. რა თქმა უნდა, ვიდექით ბევრი გამოწევის წინაშე. მახსოვს 60-იანი და 70-იანი წლები, როდესაც ერთდროულად ხდებოდა ცხელი და ცივი ომი, სამოქალაქო უფლებების მოძრაობა. მაგრამ არ მახსოვს ისეთი პერიოდი, როდესაც ადამიანები მეცნიერებას უარყოფდნენ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მეცნიერების შესახებ არის ის, რომ მეცნიერება არის პროცესი - გაიგო სიმართლე. გაქვს ჰიპოთეზა, რომელსაც ამოწმებ. იღებ შედეგს. შენი კონკურენტი კიდევ ერთხელ ამოწმებს მას, რადგან ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც არასწორი იყოს. ის კიდევ უფრო უკეთეს ექსპერიმენტს ატარებს, ვიდრე შენ და ბოლოს ორივე აღმოაჩენთ, რომ „ჰეი, ეს ექსპერიმენტები ემთხვევა, ანუ აქ რაღაც ხდება“.
და აქედან წარმოიშვება ახალი, ცხადი სიმართლე. მეცნიერება ამას იმაზე კარგად აკეთებს, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც კაცობრიობას გამოუგონია. ეს არ არის სათამაშო. თქვენ ვერ იტყვით: „ვირჩევ, რომ არ მჯერა E=mc2-ის“. თქვენ უბრალოდ არ გაქვთ ეს არჩევანი. როდესაც გაქვთ მეცნიერულად დამტკიცებული სიმართლე, ის მართალია, არ აქვს მნიშვნელობა, გჯერა თუ არა ამისი. და რაც უფრო მალე გაიგებ ამ სიმართლეს, მით უფრო მალე იქნება პოლიტიკური საუბრები იმაზე, თუ როგორ გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებსაც ვაწყდებით.
ასე რომ, როდესაც შეიგნებ, რომ ადამიანები ათბობენ პლანეტას, შემდეგ შეგიძლია პოლიტიკური საუბარი გქონდეს ამის შესახებ. ამაზე შეგიძლია უპასუხო: „კარგი, მაშინ რა ვქნათ? არსებობს ნახშირბადის კრედიტები? ამას ვაკეთებთ? ტარიფს ვაწესებთ? ვაფინანსებთ? ვასუბსიდირებთ?“ - ამ ყველაფერს პოლიტიკური პასუხი აქვს. და თითოეული წუთის განმავლობაში, როდესაც ადამიანი მეცნიერების უარყოფაშია, ის ხელს უწყობს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გადადებას, რომლებიც წლების წინ უნდა მომხდარიყო.
როგორც ამომრჩეველს, როგორც მოქალაქეს, სამეცნიერო საკითხები აუცილებლად შეგეხება ცხოვრებაში, რაც ღირს იმად, რომ თქვა “კარგი, მოდი, სულ ცოტა, მეცნიერული კუთხით განათლებული გავხდები, რომ ვიფიქრო ამ საკითხებზე და სწორად მოვიქცე.
აღიარე მეცნიერება და მიეცი საშუალება იყოს ცივილიზაციის სამსახურში. ეს ჩვენს ხელშია“.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები