ეყოლება საქართველოს NBA-ს ჩემპიონი?
132:113 - ოკლენდის Oracle Arena-ზე, 2:0 - NBA-ს ფინალურ მატჩში და ზედიზედ - 14 გამარჯვება პლეი-ოფში, რაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი რეკორდია - ასეთია მიმდინარე სეზონში, "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ფენომენალური სერია.
ოკლენდელებმა NBA-ს მოქმედი ჩემპიონი "კლივლენდ კავალიერსი" ორივე საშინაო მატჩში უპრობლემოდ (113:91 და 132:113) დაამარცხეს. ლეგენდარული ლებრონ ჯეიმსის წინამძღოლობით კლივლენდელები თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებდნენ, თუმცა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "მეომრებს" როცა მოუნდათ, მაშინ მოუმატეს და ეგრევე წინ გაიჭრნენ. საბოლოოდ, სხვაობამ ორი მატჩის ჯამში +41 შეადგინა.
"კავზს" ოკლენდურ ტურში, ვერც ლებრონ ჯეიმსის დიდი თაყვანისმცემლის, "გრემის" ექვსგზის მფლობელის რიანას გამოჩენამ უშველა. ბარდაბადოსული წარმოშობის R&B ვარსკვლავმა, პირველ შეხვედრაში ჯერ კევინ დურანტს დაუყვირა, შემდეგ ოკლენდის ფანებს ურჩია საქმე, თუმცა საბოლოოდ, "მეომრების" ლიდერის სტეფ კარის ირონიული კომენტარი დაიმსახურა.
სტეფ კარი, რომელმაც "კლივლენდს" 32 ქულა ჩაუგდო და ტრიპლ-დაბლიც (სამმაგი დუბლი) გაიფორმა, თვითკრიტიკული იყო მეორე მატჩის შემდეგ, თუმცა რიანა მაინც ახსენა:
"ჩვენ ბევრ რამეს კარგად ვაკეთებთ, მაგრამ არცერთ შეხვედრაში არ გამოგვივიდა იდეალური თამაში, რამდენიმე ასპექტში ერთად.
პირველ შეხვედრაში ჩვენ არ ვკარგავდით ბურთს, მაგრამ ცუდად ვესროდით. მეორე მატჩში - მაგრად ვესროლეთ, მაგრამ ბურთის 20 დაკარგვა დაგვიგროვდა. ჩვენ ეს მაჩვენებლები უნდა შევაჯეროთ და გამარჯვება კიდევ უფრო ადვილად მოვა.
...წავშალე თუ არა რიანა ჩემს პლეილისტიდან? (იცინის) მე ვფიქრობ, ის იქ არასოდეს ყოფილა."
NBA-ს რიგით 71-ე (BAA-ს ჩათვლით) ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის. პირველად მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგის ფინალში ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თამაშობს.
33 წლის ფაჩულიას, რომელიც უკვე 14 წელია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშია, ყველაზე გრძელი სეზონი სწორედ 2017 წელს, "გოლდენ სტეიტ უორიორზთან" ერთად აქვს.
ქართველმა ცენტრმა "მეომრებთან" ერთად უკვე მოიგო დასავლეთის კონფერენციის რეგულარული სეზონი, გახდა დასავლეთის კონფერენციის ჩემპიონი და ახლა 2 გამარჯვებაღა აშორებს სანატრელ NBA-ს საჩემპიონო ბეჭედს.
ფაჩულიამ კარგი თამაში აჩვენა ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, როცა 14 წუთში, 8 ქულა ჩააგდო და დურანტის, კარისა და გრინის შემდეგ, ეფექტიანობით გუნდში მეოთხე იყო. ქართველმა შედარებით სუსტად ითამაშა ფინალის მეორე მატჩი, რომელშიც 13 წუთში მხოლოდ 2 ქულას მოუყარა თავი. გუშინ ზაზა ფაჩულიამ აღნიშნა:
"თუკი ასე ვითამაშებთ კლივლენდშიც გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ძალიან სასიხარულოა ჩვენი მწვრთნელის სტივ კერის დაბრუნება. მე დავინახე ფანების რეაქცია, როცა ის გამოჩნდა. ის არაჩვეულებრივი პერსონაა. მიხარია, რომ თავს უკეთ გრძნობს და ისევ შეუძლია მუშაობა.
სტივ კერიმ შეგვახსენა, რომ ამ სეზონში კლივლენდში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაგვიჭირდეს. იქ გიჟური ატმოსფერო იქნება მათი ფანების წყალობით. ასე რომ, სტუმრად დიდი ბრძოლები მოგვიწევს"
"გოლდენ სტეიტ უორიორზსს" აქვს ისტორიული შანსი, თუკი კლივლენდში ზედიზედ ორ თამაშს მოიგებს, NBA-ს ისტორიაში პირველი გუნდი გახდება, რომელმაც პლეი-ოფიც და ფინალური სერიაც წაუგებლად გაიარა.
თუმცა, "მეომრების" მთავარი მწვრთნელი სტივ კერი, რომელიც ზურგის ტრავმის შემდეგ, გუნდს როგორც იქნა დაუბრუნდა, ოკლენდელებს აფრთხილებს რეალურად შეაფასონ "კლივლენდ კავალიერსის" შესაძლებლობები, რომელიც ოჰაიოს The Q-ის არენაზე ორმაგდება.
"მეომრებმა" ეს ყველაზე უკეთ უწყიან. შარშანდელ, ფინალურ სერიას "უორიორსი" 3-1-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ "კლივლენდთან" 3-4 დამარცხდა.
NBA-ს ფინალური სერია ოთხ გამარჯვებამდე გრძელდება, მომავალი ორი მატჩი 8 და 10 ივნისს გაიმართება. საჭიროების შემთხვევაში სერია შეიძლება 7 მატჩამდე გაგრძელდეს.
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები