ჯეიმს კომი კონგრესის წინაშე ხუთშაბათს წარდგება
ჯეიმს კომი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორობიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გადააყენა, ხუთშაბათს სენატის წინაშე წარდგება.
ყოფილ დირექტორს დაზვერვის კომიტეტის წევრების შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა: ნამდვილად ცდილობდა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მასზე ზეწოლის მოხდენას და რა კონკრეტული საუბარი უძღოდა წინ მის გადაყენებას.
ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში გამართული ამგვარი დაკითხვების ისტორიაში, ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხმაურიანი დაკითხვა იქნება, რადგან კომი სწორედ ის პირია, რომელმაც რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ ყველაზე მეტი რამ იცის. ის თავად ხელმძღვანელობდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრებსა და რუსეთის მთავრობას შორის ყველანაირი შესაძლო კავშირის მოკვლევას და თეთრი სახლის წინააღმდეგობის მიუხედავად, მას სავარაუდოდ თავისი სიტყვების დამტკიცებაც შეეძლება.
რუსეთთან დაკავშირებულმა გამოძიებამ, კიდევ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა მას შემდეგ გამოიწვია, რაც ტრამპმა ის მოულოდნელად გადააყენა. „ის არ აკეთებდა თავის საქმეს კარგად“, - პრეზიდენტი ამ განმარტებით შემოიფარგლა. შემდეგ კი:
„ჩვენ მშვენივრად ვსადილობდით და მან მითხრა, რომ მე გამოძიების ცენტრში არ ვიყავი, ცხადია, მე ეს ისედაც ვიცოდი“, - განაცხადა პრეზიდენტმა კომის შესახებ. მოგვიანებით კი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში კომის ასევე გადაუკრა სიტყვა გარკვეული საუბრების ჩანაწერების არსებობაზეც. ბევრმა, ეს მუქარად მიიჩნია. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა რუს დიპლომატებთან შეხვედრისას, კომის „შეშლილი“ უწოდა.
კომის სიჩუმე კვირების მანძილზე არ დაურღვევია. გახსნის თუ არა ის საპასუხო ცეცხლს, ეს ხუთშაბათს გახდება ცნობილი. ვაშინგტონში ელოდებიან, რომ ის საგამოძიებო კომიტეტს იმ ჩანაწერებს გადასცემს, რომლებიც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, და რომლებიც პრეზიდენტის მიერ მისგან გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნას შეეხებოდა.
გამოძიების შესახებ კომი კომენტარს აქამდე არ აკეთებდა, თუმცა განსხვავებით ბიუროს დირექტორ კომისგან, მოქალაქე კომიმ შესაძლოა თავს უფრო მეტის თქმის უფლება მისცეს. კანონმდებლებს მისი და პრეზიდენტის საუბრის დეტალები აინტერესებთ.
„თითოეული კონკრეტული სიტყვა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ის სიტყვები, რაც თებერვალში პრეზიდენტისა და კომის შეხვედრისას ითქვა“, ამბობს რესპუბლიკელი სენატორი სიუზენ კოლინსი. სენატორი მარკო რუბიოც კომის ჩვენებას ელოდება.
თეთრ სახლს კი არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია იმის შესახებ, გაუწევს თუ არა წინააღმდეგობას ამგვარ დაკითხვას. პრეზიდენტის პრეს-სპიკერი შონ სპაისერი ამბობს, რომ ამაზე სამართლებრივ საკითხთა საბჭოსთან არ უსაუბრია და არ იცის იქნება თუ არა შესაბამისი რეაგირება.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები