აშშ ელიტური ქვედანაყოფი დელტა ერაყში ISIS-ის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ელიტური ქვედანაყოფი Delta ერაყის ტერიტორიაზე გასაიდუმლოებულ ოპერაციებს იწყებს.
როგორც CNN თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ჯარისკაცები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერაყის ტერიტორიაზე ჩავიდნენ, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს, მოაწყვეს კონსპირაციული ბინები და საკომუნიკაციო სისტემა და უახლოეს მომავალში ISIS-ის ლიდერებისა და ხელმძღვანელების გასანეიტრალებლად ოპერაციას დაიწყებენ.
პენტაგონში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აშშ თავდაცვის მდივანმა ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა:
"ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ქვედანაყოფმა პოზიციები დაიკავა, მათი მოქმედება უკვე ეფექტიანია და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს გამოიღებს."
კარტერის თქმით, ქვედანაყოფი ჩაატარებს რეიდებს, დაიკავებს სხვადასხვა შენობებს, დააპატიმრებს სამხედრო დამნაშავეებს და გაათავისუფლებს ISIS-ის ტყვეებს.
დეტალური ინფორმაცია დელტას დისლოკაციის შესახებ არ ვრცელდება, თუმცა CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვედანაყოფის წევრები ერაყსა და სირიაში რამდენიმე ადგილას განლაგდნენ.
ელიტური სამხედროები აქამდე ავღანეთში ატარებდნენ იგივე სახის ოპერაციებს, რის შედეგადაც აშშ-ს უშიშროებამ და თავდაცვის სტრუქტურებმა უმნიშვნელოვანენის ინფორმაციები მოიპოვეს.
დელტას ბოლო გახმაურებული ოპერაცია 2015 წლის მაისში, სირიაში ჩატარდა, როდესაც მათ ISIS-ის ერთ-ერთ შტაბში ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი აბუ საიაფი მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე დააკავეს. ოპერაციისას მოპოვებული და პატიმრის დაკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია აშშ-ს სამხედრო ძალებს რამდენიმე მომდევნო ოპერაციის დაგეგმვისაში დაეხმარათ.
აბუ საიაფის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია, აქამდე ცნობილი ერთადერთი ოპერაციაა, რომელშიც ქვეთი ჯარები მონაწილეობდნენ. აშშ ISIS-ის ლიდერებს თავს ძირითადად დრონების საშუალებით ესხმის.
დეკემბერში კონგრესის წინაშე გამართული მოსმენისას, ეშ კარტერმა განაცხადა, რომ პენტაგონმა დელტას შესაბამისი ძალები ახლო აღმოსავლეთში გადასხა, რათა უფრო მასშტაბური ოპერაციები ჩატარდეს.
არსებული ინფორმაციით, ქვედანაყოფი ამჟამად მხოლოდ ერაყში მოქმედებს და სირიაში ოპერაციების განხორციელება მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც აშშ-ს არმიას საკმარისი შესაბამისი ინფორმაცია ექნება.
დელტა 200 კაციანი შემადგენლობით იმყოფება ერაყში და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე რამდენიმე ანტი-ტერორისრული ოპერაციისთვის ემზადება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები