დაარღვია თუ არა პარლამენტის თავმჯდომარემ კანონი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, უმრავლესობის გარდა, პარლამენტის სხვა წევრებთან და სახალხო დამცველთან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ჰქონია. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს პარლამენტში უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა დეპუტატების ნაწილმა და სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს.
მაუწყებლობის შესახებ (მუხლი 25, პუნქტი 3) კანონით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს.
სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ მათ სამეურვეო საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრების შესახებ არავინ დაკავშირებით და მიზეზებს არკვევენ. კავშირი არ შემდგარა არც საპარლამენტო უმცირესობასთან, ევროპული საქართველოსთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან.
"არც წინა წლებში მოუკლავთ მაინცდამაინც თავი კონსულტაციით, თუმცა, შეთანხმება მაინც იყო ხოლმე," - განუცხადა On.ge-ს ევროპული საქართველოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.
მედიის განვითარების ფონდის იურისტი მარიამ პატარიძე ამბობს, რომ თუ პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის სიის დაკომპლექტებამდე საპარლამენტო უმრავლესობასთან, უმრავლესობას მიღმა დარჩენილ დეპუტატებთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და სახალხო დამცველთან კონსულტაციები არ ჰქონია, ამით კანონი დაირღვა.
"ეს არ არის პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეცია, გამართავს თუ არა კონსულტაციებს. თუ კონსულტაციის გარეშე დააყენებს კომისიის წევრებს დასამტკიცებლად, მათი წარდგენა და დამტკიცება არ იქნება კანონიერი," - აღნიშნა პატარიძემ On.ge-სთან საუბრისას.
სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს პატრიოტთა ალიანსში, რომელიც ასევე არის საქართველოს პარლამენტში შემავალი პარტია. გარდა ამისა, On.ge მესამე დღეა ცდილობს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარის მიღებას, თუმცა, უშედეგოდ.
კომისიის შექმნის პროცესში ჩართული არ იყო საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრი, რომან კაკულიაც, თუმცა, ფიქრობს, რომ კომისია კანონით მოთხოვნილი კრიტერიუმებით დაკომპლექტდა. მისი თქმით, კომისიის წევრები "პარლამენტის ხელმძღვანელობამ" დააკომპლექტა, რომლებშიც კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებს მოიაზრებს.
"ნდობა მაქვს ხელმძღვანელობის მიმართ, რომ ამ პრინციპით შეარჩევდნენ," - აღნიშნავს დეპუტატი.
რომან კაკულია On.ge-ს დაპირდა, რომ გაარკვევდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კომისია კონსულტაციების შემდეგ წარუდგინა პარლამენტს თუ არა. კაკულია ამ პირობის გაცემის შემდეგ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან ორი დღის კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ მათ კომისიის წევრები შეუთანხმეს და არანაირი პრეტენზია ან კითხვა არ გაჩენილა. თუმცა, მანამდე აღნიშნა:
"ჩვენი თემა არ იყო, ჩვენთან არ უნდა შეთანხმებულიყო. ეს თბილისს ჰქონდა გამოცხადებული, ჩვენთან [აჭარის ტელევიზიაში] რომ გამოცხადდება, რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმდება."
თითქმის ერთი წელია, რაც ცხრაწევრიანი სამეურვეო საბჭო რვა წევრით არის დაკომპლექტებული. ამ შემთხვევაშიც, ვაკანტურია უმრავლესობის მიერ დასასახელებელი მეურვის კვოტა. კონკურსი ამ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლადაა გამოცხადებული. მეურვის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნათელა სახოკიამ, შვილის - ირაკლი რუხაძის ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, 13 ივნისს დატოვა.
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები