საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული არხის გაკეთებას გეგმავს
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული არხის გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ On.ge-სთვის ცნობილი სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხზე საუბარი სამეურვეო საბჭოს წევრმა, მარინა მუსხელიშვილმა დაიწყო.
სხდომაზე მუსხელიშვილმა აღნიშნა, რომ სპორტული არხის გაკეთება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე იგეგმებოდა.
"შეიძლება კარგი აზრია, შეიძლება ცუდი აზრია, ეს ყველაფერი უნდა გახდეს საზოგადოების განხილვის საგანი. იმიტომ, რომ მეორე არხი როგორი იქნება ამის კონცეფცია უნდა დადებულიყო წლის ბოლოს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს, მე ასე გავიგე, შეიძლება არასწორად გავიგე და ლაპარაკია საერთოდ სხვა არხის გახსნაზე, ჩემი ინტერპრეტაცია იყო, რომელიც შეიძლება სრულიად არასწორად გავიგე და დირექტორი საერთოდ სხვა რამეს გულისხმობდა," - განუცხადა მუსხელიშვილმა.
სამეურვეო საბჭოს წევრს მიაჩნია, რომ თუ გენერალური დირექტორი ახალი არხის გახსნას გეგმავს, მაშინ იმ პრიორიტეტებს უნდა დაეყრდნოს, რომელიც საზოგადოებას აქვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ადასტურებს, რომ მაუწყებელი გეგმავს საზოგადოება სპორტის გაკეთებას და ამ მიმართულებით მუშაობენ. კითხვაზე - ჩაანაცვლებს თუ არა სპორტული არხი დღევანდელ მეორე არხს - მაღლაფერიძე ასე პასუხობს:
"ამას არ აქვს მეორე და მესამე არხი, არის საზოგადოება სპორტი, თუ იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს რამდენიმე მიმართულების გაშვებას, ერთ-ერთი არის საზოგადოება სპორტი, როცა ამის შესაძლებლობა იქნება," - ამბობს მაღლაფერიძე, რომელიც განმარტავს, რომ მაუწყებელი პარლამენტის სხდომებს კვლავ გადასცემს.
მაღლაფერიძის არჩევიდან ზუსტად ერთ თვეში ცნობილი გახდა მისი გეგმის შესახებ, რომლითაც საინფორმაციო გამოშვების გარდა ყველა გადაცემის დახურვა იგეგმებოდა. დირექტორი გადაცემების დახურვას ფინანსების დაზოგვით ხსნიდა, რომელიც ტექნიკასა და შენობაზე უნდა დახარჯულიყო.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთხელ უკვე გეგმავდა ახალი არხის დამატებას. 2013 წლის სექტემბერში მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის არხის გახსნას გეგმავდნენ.
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
-
გადახედვაპაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს რუსულ კანონზე, შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან
-
გადახედვამოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქე, საზოგადოება და სახელმწიფო — როგორ მუშაობს სამოქალაქო ზედამხედველობა მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე
-
გადახედვამთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის 3 000 ავიაბილეთს დაასუბსიდირებს მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის 3 000 ავიაბილეთს დაასუბსიდირებს
კომენტარები