ვინ არის რობერტ ჰენკე და როდის ჩამოვა ის საქართველოში?
SOU 2017 წარმატებული და საინტერესო არტისტების საქართველოში ჩამოყვანას აგრძელებს.
ფესტივალის ფარგლებში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ახლოვდება და ცხადია, მოწვეული არტისტის მიმართ ინტერესიც მატულობს.
ვინ არის რობერტ ჰენკე?
რობერტ ჰენკე გერმანელი აუდიო-ვიზუალური არტისტი, დაბ-ტექნო დუეტის — Monolake-ის წევრი და ბერლინისა და სტენფორდის უნივერსიტეტების ლექტორია, სადაც იგი კომპიუტერულ მუსიკას და მასთან დაკავშირებულ დისციპლინებს ასწავლის.
ამავე დროს, ჰენკე კომპანია Ableton-ის დამაარსებელი და მთავარი ინჟინერია. კომპანიის მიერ წარმოებული კომპიუტერული პლატფორმა თანამედროვე პროდიუსერების/DJ-ებისთვის მუსიკის შესაქმნელი ყველაზე პოპულარული პროგრამაა.
აუდიო-ვიზუალური ინსტალაციებისა და ელექტრონული მუსიკის დარგში რობერტ ჰენკე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა ქვეყნების ბოილერ რუმებსა და საკონცერტო დარბაზებში. ჰენკეს თაყვანისმცემლები საქართველოშიც მრავლად ჰყავს, რომლებიც მის ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდებიან.
რას შეასრულებს?
რობერტ ჰენკე ქართველი მაყურებლის წინაშე მისი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პროექტით, Lumière III-ით წარდგება.
Lumière III, რომლის პრემიერაც 2017 წელს შედგა, გრძელვადიანი საკონცერტო პროექტის მესამე ნაწილია. ეს ძლიერი, ეფექტური, მინიმალისტური, ნათელი, ხმაურიანი და პოეტური აუდიოვიზუალური ნამუშევარია, სადაც მრავალმხრივი ხმა და მაღალი სიზუსტის ლაზერული განათება ერთიანდება.
ექვს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ მედიუმის უნიკალური თავისებურებების სიღრმისეული ძიებისა და Lumière I-ის პრემიერიდან სამი წლის შემდეგ, მესამე ვერსია — Lumière III — მნიშვნელოვანი წინსვლის მაგალითია.
ალგორითმების წერა ჰენკეს შემოქმედებითი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ Lumière ლაზერის განათების მართვის აქამდე არარსებული, უნიკალური სტრუქტურის განვითარების უფრო სიღრმისეულ და ზუსტ დონეს აღწევს. ჰენკეს მიერ შექმნილ პროგრამაში ლაზერის განათება გამომსახველობით მუსიკალურ ინსტრუმენტებად იქცევა, რომელსაც უნიკალური თვისებები და სრულიად ახალი შესაძლებლობები გააჩნია.
სწრაფი და მოძრავი სარკეების საშუალებით სინათლით ხატვა მაღალტექნოლოგიურ კალიგრაფიას ქმნის და შედეგად მიღებული არტეფაქტის სიზუსტე ერთი ყოვლისმომცველი ტექნოლოგიის ორი ასპექტია. ბგერა და გამოსახულება ერთია, ერთიანი და აბსოლუტური მთლიანობა. Lumière III არის წარმოდგენა კონცერტისა და ვიზუალური ხელოვნების ზღვარზე. სახელწოდება Lumière ფრანგულად სინათლეს ნიშნავს, მაგრამ იმავდროულად, ადრეული ხანის კინემატოგრაფის პიონერებზე — ოგიუსტ და ლუი ლიუმიერებზეც მიანიშნებს.
როდის ჩამოდის და სად ჩატარდება?
რობერტ ჰენკე საქართველოში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 21 ივნისს დაუკრავს. კონცერტი 22:00-ზე დაიწყება. ბილეთების ფასი 10 ლარიდან იწყება და მისი შეძენა TKT.GE-ზე შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, SOU Festival 2017, 15 მაისს დაიწყო და 5 ივლისამდე გაგრძელდება. Sou Festival 2017 "Check in Georgia"-ს ფარგლებში იმართება.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები