ყველაფერი ფორმულა კრეატივის ახალ სერიალზე - აისი, რომელიც 14 ივნისს დაიწყება
14 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე, ფორმულა კრეატივის ახალი სერიალი პრემიერა შედგება.
აისი - ასე ჰქვია შოუს, რომლის სცენარისტიც ქეთი დევდარიანია, რეჟისორი კი გიორგი ლიფონავა.
პირველი და ყველაზე მთავარი, რაც ახალი სერიალის შესახებ უნდა იცოდეთ, არის ის, რომ მას ვერც ერთ არხზე ვერ ნახავთ. ფორმულა კრეატივმა ყველას დაასწრო და საქარველოში პირველი ინტერნეტ სერიალი შექმნა, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ სამსახურში შესვენების დროს ან ტრანსპორტში.
იმისათვის, რომ აისს უყუროთ, უნდა ეწვიოთ სერიალის ფეისბუქს ან ვებ გვერდს.
ახალი შოუს დეტალების გასარკვევად On.ge სერიალის პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პოტენციურ მაყურებელთან მივიტანოთ ერთი მარტივი მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ აისი არ იქნება ტრადიციული სერიალი და მას არ უნდა შეხედონ იმ სტერეოტიპებით, რაც სერიალებთან მიმართებაში არსებობს. გვინდოდა საქართველოშიც დაგვენერგა მსოფლიო პრაქტიკა და აგვეთვისებინა ინტერნეტ სივრცე. რამდენადაც მე ვიცი, მსგავსი პრეცედენტები საქართველოში არ არსებობს და აისი, ამ მხრივ, თვისობრივად პირველი პროექტი იქნება. ძალიან გვინდა, რომ მაყურებელმაც ალღო აუღოს.", ამბობს საღინაძე.
მართალია აისი ქართული ინტერნეტ ბაზრისთვის ახალი პროდუქტია, თუმცა მსგავსი პრეცედენტი დიდი ხანია რაც მსოფლიო ბაზარზე არსებობს და ნელ-ნელა უფრო მეტ პოპულარობას იძენს.
როგორც სხვადასხვა მონაცემებით ირკვევა, ინტერნეტში ყველაზე მეტი ნახვა მოკლე და პატარა ვიდეოებს აქვს, სწორედ ამიტომ ფორმულა კრეატივის ახალი სერიალის ხანგრძლივობა ოთხი წუთი იქნება.
"იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად ინტერნეტ სივრცეში ყველაზე ნახვადი პატარა ვიდეოებია, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი სერიალის ქრონომეტრაჟი ოთხი წუთი იყოს. აისი ყოველ ოთხშაბათს გავა და კვირაში ერთი სერია იქნება", ამბობს საღინაძე.
რაც შეეხება სიუჟეტს, ახალი სერიალი მეგობრებზე, მათ ურთიერთობასა და ადამიანის სურვილებზე იქნება, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალოს და ყოველი დღე თავგადასავლად აქციოს. აისი იქნება კეთილი და კარგი სერიალი იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოამჟღავნო სიყვარული და მეგობრობა ჩვენს სოციუმში.
რაც შეეხება პერსონაჟებსა და მთავარი როლის შემსრულებლებს - შოუში ვიხილავთ ოთო ლორთქიფანიძეს, ანკა ვასაძეს, თორნიკე ქინქლაძეს, ერეკლე გეწაძეს და ნათია კვაშალს.
ასე რომ 14 ივნისიდან, ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 20:00 საათზე, დაელოდეთ პირველ ქართულ ინტერნეტ სერიალს - აისი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები