ტრამპი ტილერსონს სთხოვს, რუსეთთან ურთიერთობაზე იფიქროს
გამოძიების ფედერალური ბიუროს გადაყენებულ დირექტორს, ჯეიმს კომის, სენატის დაზვერვის კომიტეტი ხუთშაბათს დაკითხავს. ჩაერია თუ არა რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და ცდილობდა თუ არა დონალდ ტრამპი ამ ფაქტის დასამალად კომიზე ზეწოლას? - სანამ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა, ამერიკის პრეზიდენტი სახელმწიფო მდივანს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მუშაობის გაგრძელებას სთხოვს.
რექს ტილერსონმა ოთხშაბათს თქვა, რომ ტრამპმა მას სთხოვა, არ მიაქციოს ყურადღება თეთრი სახლის ირგვლივ აგორებულ სკანდალებსა და სენატის დაზვერვის კომიტეტში ჩანიშნულ საჯარო დაკითხვებს, გააგრძელოს თავისი გეგმების შესრულება და გამონახოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გზები.
„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ მთხოვა, რომ არ მივცე საშუალება პოლიტიკურ რეალობას შემაფერხოს იმ გეგმების განხორციელებაში, რასაც საჭიროდ ვთვლი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. შესაბამისად, განვაგრძობთ იმ მიმართულებით მუშაობას, სადაც მგონია, რომ პროგრესი შესაძლებელია“, - განაცხადა ტილერსონმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ჰეტერ ნაუერტი კი ამბობს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რაზეც ამერიკასა და რუსეთს თანამშორმლობა შეუძლიათ.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვავლინოთ ის მიმართულებები, სადაც საერთო ინტერესები არსებობს, რაზეც შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ. თუმცა იმ საკითხებში, რომლებშიც ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებით, განვაგრძობთ ჩვენი ინტერესების დაცვას, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ღირებულებების დაცვას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიმდინარე გამოძიებამ ისევე, როგორც კომის პასუხებმა, შესაძლოა, ტილერსონს საქმე გაურთულოს.
სტივენ პაიფერი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან ფიქრობს, რომ ტილერსონის მცდელობა სავარაუდოდ კრახით დასრულდება.
„ვფიქრობ, მას შეუძლია სცადოს, მაგრამ მგონია, რომ ეს პოლიტიკურად არარეალისტურია. რუსეთთან ურთიერთობის შესახებ არსებული კითხვები კვლავ ბუნდოვანების ღრუბელში ხვევს ამ ადმინისტრაციას. ეს ყველაფერი კი დიდწილად საკუთარი თავისთვის მიყენებული ზიანია. რადგან სამწუხაროდ, პრეზიდენტი და თეთრი სახლი ამ ფაქტებს ისე მოეკიდნენ, რომ ეს უფრო გვაფიქრებინებს, რომ ისინი მართლაც ცდილობენ რაღაცის დამალვას.
პაიფერის აზრით, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში მკვეთრი გაუმჯობესება ვერ მოხდება მანამ, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია უკრაინის მიმართ არ შეიცვლება.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები