ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანებისთვის საერთო სასაფლაო გაიხსნება
საერთო ტერიტორია ორ ნაწილად გაიყოფა და მუსლიმებისა და ქრისტიანების სასაფლაოები ერთმანეთისგან გამიჯნული იქნება.
ადიგენის გამგებლის ზაქარია ენდელაძის ინფორმაციით, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შეთანხმება მიღწეულია და მათთვის საერთო სასაფლაო გაიხსნება:
"ტერიტორია უკვე შერჩეულია. არსებული სასაფლაო გაფართოვდება და მისით ორივე მხარე ისარგებლებს".
ჭელის მინარეთის წინამძღვრის ჯამბულ აბულაძის თქმით, საერთო ტერიტორია ორ ნაწილად გაიყოფა და გამიჯნული იქნება მუსლიმებისა და ქრისტიანების სასაფლაოები.
"დავათვალიერეთ და მშვენიერი ადგილია. მას სხვადასხვა შესასვლელი ექნება მუსლიმებისთვისა და ქრისტიანებისათვის. ორივე მხარე კმაყოფილია და ჩვენი მოვალეობაა, რომ ურთიერთშერიგებით ხელი გვინდა შევუწყოთ ერთმანეთს" - გვითხრა საუბარში სამცხე-ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ.
მუფთმა აღნიშნა, რომ დაპირისპირებული მხარეები მეზობლები არიან და მათ უკვე მოუწოდა, რომ რელიგიისა და სასაფლაოს გამო ერთმანეთს შეურაცხყოფა აღარ მიაყენონ:
"იქნება ისევ ჰარმონიული ცხოვრება, მე ასე ვფიქრობ".
29 თებერვალს სოფელ ადიგენში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით დაპირისპირება დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რელიგიური მოტივით სასაფლაოს ცალკე მოწყობის საშუალებას არ აძლევს. უთანხმოება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. დაზარალებულია 3 მუსლიმი, მათგან ერთ-ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ამ მრწამსის გამო დევნას ანდა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დევნას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით/თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ არავინ დაუკავებიათ, თუმცა მიმდინარეობს დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა. გამოძიება მიმდინარეობს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები