უდანაშაულო რიჩარდ ჯონსმა ციხე ჩვიდმეტი წლის შემდეგ დატოვა.

სასჯელი მან იმ დანაშაულისთვის მოიხადა, რომელიც არ ჩაუდენია.

1999 წელს ჯონსს ქურდობაში დასდეს ბრალი და ცხრამეტი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, როგორც გაირკვა, მისი ერთადერთი "დანაშაული" მხოლოდ ის იყო, რომ ის რეალურ ქურდს ძალიან ჰგავდა.

"როდესაც სამართალდამცავებმა დამნაშავის ფოტო მაჩვენეს, ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა. ის მართლა მგავდა", ამბობს ჯონსი.

ჩვიდმეტი წლის წინ, როდესაც ჯონსი დაიჭირეს, ის დანაშაულს არ აღიარებდა და დასახმარებლად უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავდა. სწორედ მათი დახმარებით გაირკვა სიმართლე საბოლოოდ.

მისი ადვოკატის თქმით ის ამჟამად ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება.

ჯერ-ჯერობით უცნობია გადაუხდის თუ არა სახელმწიფო მას რაიმე კომპენსაციას ასეთი შეცდომისთვის.