16 ივნისიდან პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებულია გზის სხვადასხვა მონაკვეთის გადაკეტვა, იცვლება გზის საფარი, ტროტუარები და მიწისქვეშა კომუნიკაციები.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, სექტემბერში, თბილისის მოსახლეობის ნაწილის დაბრუნებამდე, სამუშაოების დასასრულებლად 24 საათიანი მუშაობა იგეგმება.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ის მცირე დისკომფორტი, რაც დაკავშირებული იქნება შეზღუდვებთან, არაფერია იმასთან შედარებით, რა სიკეთესაც ქალაქი პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაციით მიიღებს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დროს დაგეგმილია წყლის ორკილომეტრიანი მაგისტრალისა და წყალგამაცხელებელი ქსელის შეცვლა. გარდა ამისა, გარემონტდება წყალარინების ქსელის მიწისქვეშა გვირაბული კოლექტორი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი.

პროექტს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია ბლექ სი გრუპი ჩაატარებს.