ოლბრაიტი მარგველაშვილს: გმადლობთ ქვეყნის ასე კარგად ხელმძღვანელობისათვის
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა და NDI-ის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, საქართველოს მიღწევებს, მიზნებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ NDI-ის თავმჯდომარის ვიზიტის მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიღება, ასევე საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე დაკვირვება და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განმტკიცებაა.
გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა მადლენ ოლბრაიტს და NDI-ის დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში განსაკუთრებულ სამუშაოს ათწლეულების მანძილზე ახორციელებს; სხვადასხვა თაობები დებდნენ საკუთარ სულს, რწმენას, შრომასა და წვლილს ამ საქმეში. ეს იყო ათეულობით გამორჩეული ადამიანი, პროფესიონალი, პოლიტიკოსი, უბრალოდ ენთუზიასტები, რომლებმაც შესანიშნავი სამუშაო განახორციელეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის.
ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებოდით, მტკიცედ სწამდათ, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა და განვითარება, იყო სწორი მიზეზი, საკუთარი ერთგული სამსახურისათვის. ისინი აღტაცებულნი იყვნენ ჩვენი ქვეყნის წარმატებით და განსაკუთრებით განიცდიდნენ თითოეულ მარცხს.
თქვენთან - იმ ლიდერებთან ერთად მუშაობა, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი ქვეყნის შესაძლებლობებისა და ხალხის, განსაკუთრებული იყო და მსურს, თითოეულ თქვენგანს ამ წვლილისათვის მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, მადლენ ოლბრაიტმა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიამაყით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც NDI-ისთან თანამშრომლობით საქართველოში განხორციელდა.
„ვამაყობ იმ სამუშაოთი, რომელიც ერთად განვახორციელეთ. საქართველო ერთგვარი მაგალითია - როდესაც ხალხი გვეკითხება, თუ რას ვაკეთებთ, როგორ ვმუშაობთ საზოგადოებაში და როგორ იწყებთ მის შეცნობას, ჩვენ ვპასუხობთ, რომ ძალიან დიდი დრო გავატარეთ საქართველოში, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი და,ვფიქრობ, რასაც მე განსაკუთრებით ვაფასებ არის თქვენი სურვილი შეესაბამებოდეთ მაღალ სტანდარტებს, რადგან იცით, რომ სწორედ ეს ქმნის წარმატებულ ქვეყანას.
ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე ნამდვილი მეგობრები ვართ და შეგვიძლია ერთმანეთს რთულ საკითხებზე ვესაუბროთ და არ ვსვამთ კითხვებს, თუ რამდენად რთულია დემოკრატია, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი, კანონის უზენაესობა, მედიის განსაკუთრებული როლი.
საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორი იყო. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის არსის გაზიარებისთვის და გმადლობთ მისი ასე კარგად ხელმძღვანელობისათვის“, - აღნიშნა მადლენ ოლბრაიტმა.
საქართველოს პრეზიდენტის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში მუშაობის პერიოდი გაიხსენა NDI-ისმოქმედმა პრეზიდენტმა კენეტ ვოლაკმა და გიორგი მარგველაშვილს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
„ბატონო პრეზიდენტო, როგორც მრავალ ქართველს, ჩვენც მოგვწონს, რომ თქვენ ამ ქვეყნის ხალხმა აგირჩიათ და, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირებულია ბოლო წლებში, თქვენ აჩვენეთ ის მორალური ავტორიტეტი, რომელიც თან ახლავს ხალხის პრეზიდენტობას. თქვენ ამ ავტორიტეტს გონივრულად, ეფექტიანად იყენებთ.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია თქვენ ერთ-ერთი ჩვენთაგანი გიწოდოთ“, - აღნიშნა NDI-ის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სამუშაო სადილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრები და ორგანიზაციის სხვა მეგობრები ესწრებოდნენ.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები