9 საზაფხულო პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ
ამ სტატიაში გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა უმეტესობაც სეზონურია და მათი მირთმევა ძირითადად მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებშია შესაძლებელი. გარდა იმისა რომ საზამთრო, სიმინდი ან პომიდორი ძალიან გვიყვარს, ჩვენს ყოველდღიურ რაციონში მათი მოხვედრა აუცილებელიც კი არის ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
გთავაზობთ საზაფხულო და თქვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელ პროდუქტების სიას:
1. საზამთრო
ყველასთვის საყვარელი საზაფხული ხილი, რომელსაც წელიწადის სხვა დროის სახელი ჰქვია, შეიცავს A და C ვიტამინებს, მდიდარია კალიუმით და კიბოსთან მებრძოლი ანტიოქსიდანტი ლიკოპინით. ასევე ამინომჟავა L-ციტრულინის საუკეთესო ბუნებრივი წყაროა - L-ციტრულინი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციონირებას და არეგულირებს წნევას.
2. კრევეტი
კალიუმით გაჯერებული და დაბალკალორიული უგემრიელესი კრევეტები, გარდა იმისა რომ ყველა გურმანის საყვარელი საკვებია, ის გვეხმარება სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. სასარგებლოა გულისთვისაც, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ომეგა-3-სა და ვიტამინ B12-ს.
3. სიმინდი
სიმინდის სამშობლო ამერიკის კონტინენტია, საქართველოში კი ის მეთექვსმეტე საუკუნიდან გამოჩნდა და მას შემდეგ, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, აქაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სადილამდე, ზღვის სანაპიროზე ნაყიდი ერთი-ორი სიმინდი თუ აქამდე უბრალოდ მსუბუქი წახემსება გეგონათ, უნდა იცოდეთ რომ ის თქვენს ორგანიზმს D და E ვიტამინებით ამდიდრებს, ასევე ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს რისკებს. ის შეიცავს ლუტეინს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ბადურას ყვითელი ლაქის დეგრადირების რისკებს ამცირებს.
4. სოკო
სოკო ნახშირწყლებსა და მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს, ასევე ამინომჟავებს რომელსაც სრულად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი და D, B, E, B1, A, PP და C ვიტამინებს. სოკოც ასევე ამცირებს კიბოს რისკებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
5. ალუბალი
წვნიანი და გემრიელი ალუბალი, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია, რადგან ის გაჯერებულია ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო ვიტამინებითა და ნივთიერებებით. შეიცავს PP, B1, B6, K, E და C ვიტამინებს, ასევე იოდს, გლუკოზას და ფრუქტოზასა. სისხლში ამცირებს ქოლესტერინს და კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.
6. ქლიავი
ქლიავი უნიკალური პროდუქტია, რადგან ის დამუშავების შემდეგაც კი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. არეგულირებს არტერიულ წნევას და შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს PP, C, E, da P.
7. ატამი
ატამი მდიდარია ანტიოქსიდებით, ამიტომ ის ამცირებს კიბოსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რისკებს. თუ დიეტური და გემრიელი საკვები გჭირდებათ, ამ შემთხვევაშიც ის საუკეთესო არჩევანი იქნებოდა.
8. ავოკადო
ავოკადო ამცირებს ქოლესტერინის დონეს, შესაბამისად ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკებსაც. ორგანიზმს ეხმარება ცხიმების წვაში, ამიტომ ის წონის დასაკლებად უებარი საშუალებაა. შეიცავს B6 და E ვიტამინებს.
9. პომიდორი
პომიდორი, ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ყველასათვის საყვარელი პროდუქტია. გარდა იმისა რომ ის გემრიელია და ნებისმიერ კერძს აკეთილშობილებს, სასარგებლოც არის. შეიცავს ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს როგორიც არის გლუკოზა და ფრუქტოზა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, იოდი და ა.შ. ასევე PP, K, C, E, B9, B2, B6, B1 და A ვიტამინებს. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მწიფეა პომიდორი, ის უფრო სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები