ვიქტორ დოლიძე: რომელ მოქალაქის დაცულობაზეა საუბარი, როცა ყოფილ მინისტრს ასე უსწორდებიან
თავისუფალი დემოკრატების წევრის თქმით, მძიმე დანაშაულის ჩადენის სტატისტიკის ზრდას სოციალური და ეკონომიკური ფონი უწყობს ხელს.
2 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმეზე გამოძიების ნელ ვადებში წარმართვამ შესაძლოა არჩევნებზე, ნატოს სამიტსა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვიქმნას.
თავისუფალი დემოკრატების წევრმა შს მინისტრს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და მყისიერი რეაგირებისთვის, თან აღნიშნა, რომ საქმის გახსნა არა მხოლოდ მოქალაქეების, ასევე სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებშია:
"მეგობრებო, ეს მარტო ბუკას არ შეეხება. კრიმინოგენული ვითარება საკმაოდ დაძაბულია ჩვენს ქვეყანაში. დღე არ გადის, რომ განზრახ მკვლელობა, განზრახ მძიმე დაზიანება ან რამე მძიმე დანაშაული არ მოხდეს".
ვიქტორ დოლიძეს თქმით, მან გადახედა შს სამინისტროს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მძიმე დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა საქართველოში გაზრდილია:
"ამას სოციალური და ეკონომიკური ფონიც ხელს უწყობს. შსს იმისთვის არის, რომ დანაშაულის პრევენცია ან უმოკლეს ვადებში მასზე რეაგირება მოახდინოს. რომელ მოქალაქის დაცულობაზეა საუბარი, როცა ყოფილ მინისტრს ასე უსწორდებიან".
ვიქტორ დოლიძემ უმრავლესობის წევრებსა და შესაბამის სამსახურებს მიმართა და საქმის დროულად გამოძიებისკენ და მასზე შესაბამისი კვალიფიკაციის შეცვლისკენ მოუწოდა:
"უამრავი უცხოელი კოლეგა გვირეკავს და დაინტერესებულია ამ ფაქტით. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის ასეთი ფაქტები ცუდად მოქმედებს. ამ დღეებში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ახალ ნაბიჯს გადავდგამთ, ნატოს სამიტი მოდის, არჩევნები ახლოვდება. ძალიან ბევრი თემებია, რომლებთან მიმართებაშიც მხოლოდ და მხოლოდ პროგრესი გვჭირდება".
სხდომაზე ამ თემას პარტია გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა:
"არ აქვს მნიშვნელობა ეს დღე ხდება თუ ღამით, როდესაც ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ესვრიან რამდენიმე ტყვიას, საუბარი ქვეყნის წინსვლაზე, დემოკრატიის განვითარებასა თუ ინვესტიციების შემოსვლაზე, არის ზღაპარი. ეს საქმე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოიძიონ".
ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა დაჭრეს. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ, ის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. თავისუფალი დემოკრატები გამოძიებისგან საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა და გამოძიება ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები