ფოთში ე.წ. წისქვილკომბინატში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. აფეთქების შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ გამოძიების შედეგად დადგინდება რა მოხდა ე.წ. წისქვილკომბინატში. გამოძიება კი "სისხლის სამართლის კოდექსის" 170-ე მუხლით (შრომის დაცვის წესის დარღვევა) მიმდინარეობს.