უგულავა კონსტიტუციურ მონარქიაზე: 10-15 მილიონი დასჭირდება წმინდა ოჯახის შენახვას
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა კონსტიტუციურ მონარქიის შემოღების იდეას ამორალურს უწოდებს. მისი თქმით, საქართველოს უამრავი სოციალურად დაუცველი ჰყავს და ახლა "წმინდა ოჯახის" შენახვა ქვეყანას ძვირი დაუჯდება:
"10-15 მილიონი დასჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას. როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია, რომლებსაც რაღაც ქულების გამო ართმევენ 50 ლარიან დახმარებას, ასეთ პირობებში, ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური".
უგულავა აცხადებს, რომ მონარქია მმართველობის წარსული ფორმაა და საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა.
უგულავა მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს არის ბიძინა ივანიშვილი. ევროპული საქართველოს ლიდერი დასძენს, რომ ის საქართველოს არაფორმალური მმართველია.
უგულავას აზრით, კობახიძეს და ივანიშვილს მარგველაშვილი არ მოსწონთ და მისი ჩანაცვლება მეფით სურთ:
"ამაზე წავლენ და საზოგადოებას არაფერს არ კითხავენ იმის გამო, რომ კობახიძეს და ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და ჯირყვნიან ამ პრეზიდენტს. ახლა საერთოდ მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ, ეს უკვე აბსურდის თეატრიც აღარ არის".
ილია მეორემ, გუშინ, 18 ივნისს ქადაგებაში საქართველოში მონარქიის აღდგენის საკითხზე ისაუბრა, რის შემდეგაც მას ამ თემაზე სასაუბროდ ირაკლი კობახიძე შეხვდა.
"საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, თუ ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქიული ქვეყანა. მას მეფე მართავდა და დღესაც ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყნაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება," - თქვა ილია მეორემ.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
დისკუსია: თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს საქართველოს მეფე?