ჟურნალისტები, მუხტარლის საქმეზე, კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
საქართველოში მოქმედმა სამოცამდე ჟურნალისტმა დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე მთავრობის კანცელარიაში წერილი შეიტანა. ჟურნალისტები მასთან, მუხტარლის საქმეზე კითხვების მისაღებად, შეხვედრას ითხოვენ. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"15 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოდან გატაცებული და აზერბაიჯანში დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეზე დებატები გაიმართა, რის შემდეგაც დაამტკიცეს რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მუხტარლის გატაცების საქმის დროულად და გამჭვირვალედ გამოძიებისკენ. ჩვენ, ჟურნალისტები ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხტარლის თბილისიდან გატაცების ფაქტს. აფგან მუხტარლის თქმით, ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში მიყვანისას, მისი ადვოკატის განცხადებით, მას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხტარლის ბრალი საზღვრის უკანონო კვეთისთვის, კონტრაბანდის გადატანისთვის და სახელმწიფო მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წაუყენა.
ჩვენ ვშიშობთ, რომ აფგან მუხტარლის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ამჟამად საფრთხეშია.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მის გატაცებაში მონაწილეობდნენ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენელები. თავად მუხტარლიმ ადვოკატს განუცხადა, რომ გამტაცებლები საუბრობდნენ ქართულად და ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები.
ეს ფაქტები არა მარტო დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, არამედ მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საქართველოში.
ევროპარლამენტარები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ეს ფაქტი. გამოძიება კი ჭიანურდება. უფრო მეტიც, აფგან მუხტარლის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში არ არის გატაცების ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალები, ხოლო გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალები დაზიანებულია.
ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და არგუმენტირებული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან, თუ როგორ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან და გადაკვეთა საზღვარი პასპორტის გარეშე?
ამ კითხვებზე პასუხებს ჟურნალისტები ვითხოვთ უკვე 21-ე დღეა. ჩვენ, ვითხოვთ აფგან მუხტარლის საქმის დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას. გამოძიების პროცესში მოპოვებული მასალის გასაჯაროებას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ბატონო პრემიერო, ჩვენ, ჟურნალისტები, ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას, რათა ამ საკითხებზე მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია".
განცხადებას ხელს აწერენ:
- ლიკა ზაკაშვილი
- ნანა ბიგანიშვილი
- მაია მეცხვარიშვილი
- ქეთევან მაჭავარიანი
- ნინო კახიშვილი
- ელენე ხაჭაპურიძე
- მაია წიკლაური
- ნათია კუპრაშვილი
- ნატა ძველიშვილი
- სალომე აჩბა
- ალეკო ცქიტიშვილი
- ეკა გაზდელიანი
- თათია ხალიანი
- ნინო რამიშვილი
- ნატო გოგელია
- მანანა ქველიაშვილი
- მარიამ ნიკურაძე
- ლაურა გოგოლაძე
- ნინო ნარიმანიშვილი
- ზვიად ქორიძე
- ელზა ელბაქიძე
- თორნიკე მანდარია
- ირმა ზარნაძე
- ნათია ამირანაშვილი
- ჯაბა ანანიძე
- ლაშა ზარგინავა
- მამუკა ყუფარაძე
- ლუბა გიორგაძე
- ქეთევან ბერძენიშვილი
- გელა მამულაშვილი
- პაატა ყანჩელი
- ქრისტი ქარჩხაძე
- სალომე ფაცაცია
- ნინო გელაშვილი
- სერგო ჩივაძე
- თიკო ცომაია
- თორნიკე დევაძე
- ნათია ჩეხერია
- მარიამ ბოგვერაძე
- ნატალია ვახტანგაშვილი
- გელა მთივლიშვილი
- თაზო კუპრეიშვილი
- ირინა ბარბაქაძე
- გიორგი გირკელიძე
- ლალი ხუბულავა
- ნინო ჯაფიაშვილი
- ეკა კუხალაშვილი
- არინა თავაქარაშვილი
- ირაკლი აბსანძე
- ნინო კაპანაძე
- სოფიკო მთივლიშვილი
- გიორგი ჩადუნელი
- რიმა ღარიბიანი
- მაია ლომიძე
- ნინო ნატროშვილი
- ნინო ზურიაშვილი
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები