ჩრდილოეთ კორეიდან გათავისუფლებული 22 წლის ამერიკელი სტუდენტი გარდაიცვალა
ოტო ვარმბაიერი, ამერიკელი სტუდენტი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში ტყვეობაში 17 თვე გაატარა და სახლში გასულ კვირას დააბრუნეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
"ვალდებულად ვთვლით თავს გამცნოთ, რომ ჩვენი შვილი, ოტო ვარმბაიერი სახლში გარდაიცვალა, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში" - წერია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვარმბაიერი კომაში იყო, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა. ის კომაში ერთი წლის განმავლობაში იყო. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ვარმბაიერის ეს მდგომარეობა ბოტულიზმმა და ძილის წამალმა გამოიწვია, რაც ამერიკელმა ექიმებმა არ დაადასტურეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ვარმბაიერს ტვინის მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული და მისი ორგანიზმი დასუსტებული იყო.
ვარმბაიერს გასულ წელს 15 წლით მძიმე შრომა მიუსაჯეს, ჩრდილოეთ კორეის სასტუმროს კედლიდან პროპაგანდისტული შინაარსის პოსტერის მოპარვის გამო.
ვარმბაიერის ოჯახის განცხადებით, 22 წლის ამერიკელის სიკვდილი ჩრდილოეთ კორეაში წამებამ გამოიწვია:
"ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ოტო ვერ ლაპარაკობდა, ვერ ხედავდა და არ რეაგირებდა, როცა მას ველაპარაკებოდით. სამწუხაროდ, იმ საშინელი მოპყრობის შემდეგ, რაც ჩვენმა შვილმა ჩრდილოეთ კორეელების ხელებში გამოიარა, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა და ჩვენ ახლა ამ ტრაგიკული რეალობის წინაშე ვართ".
ოჯახის წევრებმა ვარმბაიერის მდგომარეობის შესახებ მისი გათავისუფლების დღეებში შეიტყვეს.
ოტო ვარმბაიერი 2016 წლის 2 იანვარს ფხენიანის აეროპორტში დააპატიმრეს, როდესაც ჩრდილოეთ კორეაში ხუთღიანი ტურის შემდეგ, ჯგუფთან ერთად, ტურისტის სტატუსით ჯერ პეკინში და შემდეგ ჰონგ-კონგში ჯგუფელებთან მიდიოდა.
დაპატიმრების შემდეგ, ვარმბაიერი ჩრდილოეთ კორეაში გამართულ კონფერენციაზე ემოციურად წარსდგა, ბრალი აღიარა და გადარჩენა ითხოვა:
"მადლობა, რომ ამ კონფერენციის გამართვის საშუალება მომეცით, მადლობა ჩრდილო კორეის მთავრობას. ბოდიშს ვიხდი ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, გევედრებით მაპატიოთ და გევედრებით გადამარჩინოთ. მე ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი შეცდომა დავუშვი, რადგან მანიპულაციის ქვეშ ვიყავი, გთხოვთ, იმოქმედეთ და გადამარჩინეთ".
ჩრდილოეთ კორეიდან დახსნილი ტყვეები ამბობენ, რომ, მათ წარდგენილი ბრალის აღიარებას წამებით აიძულებენ.
რამდენიმე დღის წინ, ოტო ვარმბაიერის მამამ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამერიკის ექსპრეზიდენტმა მისი შვილის გადასარჩენად "საკმარისი არ გააკეთა".
ვარმბაიერის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი. დონალდ ტრამპის წერილი თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა, ტვიტერზე გამოაქვეყნა.
"მელანია და მე ვუსამძიმრებთ ვარმბაიერის ოჯახს, მისი გარდაცვალების გამო. მშობლისთვის არაფერია უფრო ტრაგიკული, ვიდრე საკუთარ სიცოცხლეში შვილის დაკარგვა.
ოტოს ბედი კიდევ უფრო აძლიერებს ჩემი ადმინისტრაციის მცდელობას, დაიცვას უდანაშაულო ადამიანები იმ რეჟიმის ხელში ჩაგდებისგან, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანის უფლებებსა და კანონს, ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს, რომელმაც კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა".
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები