NASA-მ დედამიწის მსგავსი რამდენიმე ახალი პლანეტა აღმოაჩინა
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი ნასას პირველი მისიაა, რომელსაც სხვა ვარსკვლავების გარშემო მბრუნავი დედამიწის მსგავსი პლანეტების დაფიქსირება შეუძლია.
ორშაბათს, 2017 წლის 19 ივნისს, ნასას ეიმსის კვლევით ცენტრში, უკანასკნელი შედეგების შესახებ სალაპარაკოდ, სხვადასხვა ქვეყნის მრავალი მეცნიერი შეიკრიბა. ახალი მონაცემები 200-ზე მეტ ახალ პლანეტას მოიცავს.
პლანეტობის 219 ახალი კანდიდატი
ყველა ეს პლანეტა ჩვენს ირმის ნახტომში, გედის თანავარსკვლავედის მიმართულებით აღმოაჩინეს.
2009 წლიდან 2013-მდე, კეპლერმა, ამ რეგიონში, 200 ათასზე მეტი ვარსკვლავი მოძებნა, რომელთა გარშემო, წესით, პლანეტები უნდა იყვნენ. პლანეტობის 219 ახალი კანდიდატი ნაწილია პლანეტობის იმ 4 000 კანდიდატისა და 23 ათასი დადასტურებული პლანეტისა, რომლებიც კეპლერმა ამ დრომდე აღმოაჩინა.
ამ პლანეტებიდან ათი, ჩვენი დედამიწის მსგავსია
პლანეტობის 219 ახალი კანდიდატიდან, ათი, სავარაუდოდ, კლდოვანი პლანეტაა და თავიანთი დედავარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში ბრუნავენ - მანძილი ვარსკვლავიდან, სადაც თხევად წყალს არსებობის საშუალება აქვს.
პატარა პლანეტები ორი ზომისაა
დიდმა კეპლერმა თვალები აგვიხილა და მრავალი პატარა პლანეტა დაგვანახა. ამ პლანეტების უმეტესობა ან დედამიწაზე 1,5-ჯერ დიდია, ან ნეპტუნზე ოდნავ - პატარა. სუპერ-დედამიწები და მინი ნეპტუნები.
ზოგიერთი მათგანი შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს
ჩვენთვის ნაცნობი სიცოცხლისთვის წყალი უმთავრესი ინგრედიენტია. ახალაღმოჩენილთაგან მრავალ პლანეტას, სავარაუდოდ, პატარა კლდოვანი ბირთვი აქვს, რომელსაც გარს აკრავს ჰელიუმისა და წყალბადის სქელი ატმოსფერო, ზოგზე ფიქრობენ, რომ მთლიანად ოკეანითაა დაფარული. ეს არ ნიშნავს, რომ ამ პლანეტების ოკეანეები სავსეა წყლით, მაგრამ ვიოცნებოთ, ჩვენი რა მიდის?
ახალ პლანეტებზე ნადირობა გრძელდება
კეპლერი პლანეტებზე ნადირობას კოსმოსის სხვადასხვა რეგიონებში აგრძელებს. ნასას TESS (Transiting Exoplanet Survey Satellite)-ისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვებით, მეცნიერები აპირებენ მზესთან მდებარე უახლოესი პლანეტები მოძებნონ და განსაზღვრონ მათი ატმოსფეროების შედგენილობა. ნასას განცხადებით, 2020-იანების შუაში, ისინი გეგმავენ, დედამიწის მსგავს პატარა პლანეტებს Wide-Field Infrared Survey Telescope (WFIRST)-ით ფოტო პირდაპირ გადაუღონ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები