კვირიკაშვილი: რესპუბლიკელები და ქართული ოცნება ორმხრივ ფორმატში ითანამშრომლებენ
დღეს, 4 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებაში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. აღნიშნულ განცხადებას რესპუბლიკურ პარტიასთან გუშინ გამართული შეხვედრა უძღოდა წინ. კვირიკაშვილის განმარტებით, პარტიები ქართული ოცნება და რესპუბლიკელები ორმხრივ ფორმატში ითანამშრომლებენ, დანარჩენი სუბიექტების თანხმობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ კოალიცია მრავალპარტიულ ძალად დარჩება.
პრემიერ მინისტრის თქმით, ქართული ოცნება მნიშვნელოვანწილად განახლდება და თუკი არჩევნებზე კოალიციური რეჟიმში გავლენ, გუნდი რომელიც შეიკრიბება, შეიკრიბება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. მან აღნიშნა, რომ თუმცა კოალიცია „იტანს“ განსხვავებული აზრს, მთავრობაში არ უნდა იყოს დღევანდელი მდგომარეობა.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის კანცელარიაში გუშინ შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა პარტიის თავჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.
ხათუნა სამნიძემ და დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ქართული ოცნება და რესპუბლიკელები თანამშრომლობას სტრატეგიულ რეჟიმში აგრძელებენ. სამნიძის თქმით, პრემიერთან საუბარი სამომავლო ოპერატიულ შეთანხმებასაც შეეხო და სულ მალე ამ შეთანხმების დეტალებიც გახდება ცნობილი.
"ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს, არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ხოლო ჟურნალისტების შეკითხვას, კონკრეტულად რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა, მან უპასუხა:
„სტრატეგიულს და არა თემატურს და მოკლევადიანს. ყველაზე უფრო მჭიდრო შესაძლო თანამშრომლობა პარტიებს შორის, მათ შორის მომავალ საარჩევნო კონტექსტშიც“.
უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე კოალიციის დაშლაზე საუბარი არ ყოფილა.
ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, რესპუბლიკელებსა და ქართულ ოცნებას შორის ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობას მოგვიანებით კონკრეტული დოკუმენტის გაფორმება მოჰყვება, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი, რა უფლება-მოვალეობები ექნებათ პარტიებს და რა შემთხვევაში შეეძლება კონკრეტულ პარტიას კოალიციის დატოვება.
უმრავლესობისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ორპარტიული შეთანხმება რესპუბლიკელებსა და ქართულ ოცნებას შორის. თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა გადაწყდეს, კვლავ კოალიციური შემადგენლობით აპირებენ თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. დამატებით განმარტებებს ითხოვს ეროვნული ფორუმიც.
საპარლამენტო უმცირესობის აზრით, კოალიცია დაშლილია და ახალი ფორმატის შექმნაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ახალი პოლიტიკური ალიანსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მმართველი გუნდის კვოტების გადანაწილებაზე საუბრობს. თავისუფალი დემოკრატების აზრით კი, რესპუბლიკელები იმის დადასტურებას ცდილობენ, რომ კოალიციაში მხოლოდ 2 მთავარი სუბიექტია.
პრემიერის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია მრეწველთა პარტიას. ისინი კოალიციის პოლიტსაბჭოს ჩატარებას ითხოვენ.
3 მარტს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ როგორც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებული ბრალდებები, ასევე თინა ხიდაშელის პასუხი ამ ბრალდებებზე, არის არასწორი. მისი თქმით, დაპირისპირებამ კოალიციაში მიუღებელი ფორმა მიიღო. მან აღნიშნა, რომ საზოგადოება იმსახურებს, პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები:
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენ პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას“.
დაპირისპირება კოალიციაში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2016 წლის 10 თებერვალს ფრაქცია ქართული ოცნება-მრეწველების თავჯდომარე გოგი თოფაძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოში 2015 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩვენების გაყალბებაში დაადანაშულა. ამ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, რესპუბლიკელმა თამარ ხიდაშელმა, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ირმა ინაშვილი რამდენიმე ასეული ხმით დაამარცხა.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები