დოდო შონავას საზოგადოებრივ მაუწყებელში კონსულტანტობა შესთავაზეს, რაც მისთვის მიუღებელია
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს, დოდო შონავას არხზე მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკში კონსულტანტის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა, უარს ამბობს. შრონავა ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელია.
"კონსულტანტი, მრჩეველი მიუღებელი პოზიციებია ჩემი კომპენტენციის ადამიანისთვის, როგორც პოზიცია, თორემ, როგორც უფლება-მოვალეობა, მე მრჩეველიც კარგი ვარ, კონსულტანტიც კარგი ვარ, ექსპერტიც კარგი ვარ და მედია-მენეჯერიც არ ვარ ურიგო," - განმარტავს On.ge-სთან საუბრისას შონავა უარის თქმის მიზეზს.
შონავას თქმით, მენეჯმენტისგან ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთავაზება მიიღო, თუმცა, დათანხმებას არ აპირებს. როგორც ის ამბობს, მან არ იცის, რა იქნება მისი უშუალო ფუნქცია და განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, კონსულტანტის თანამდებობა მაუწყებლისა და ნიუსრუმის სტრუქტურაში არაა გათვალისწინებული. ის აღნიშნავს, რომ ის წესით, ე.წ. დამგეგმავი მაგიდის წევრი უნდა იყოს.
"ის [ე.წ. დამგეგმავი მაგიდა] დაკომპლექტდა თურმე, როგორც მითხრეს. აქედან გამომდინარე, ეს არის შრომითი კანონმდებლობის დარღვევა, რადგან მე მუდმივ შტატზე ვარ მე არანაკლები თანამდებობა და ფინანსური ანაზღაურება უნდა შემომთავაზონ," - ამბობს შონავა და დასძენს, რომ მისი დღევანდელი მოვალეობით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისთვის კონსულტაციების გაწევა იყო.
მისი თქმით, ტელევიზიაში კონსულტანტის თანამდებობა ან დროებით უნდა იყოს, ან არ უნდა არსებობდეს. მისი აზრით, ხელმძღვანელს, თავისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, კონსულტანტი არ უნდა სჭირდებოდეს.
"კონსულტაცია უნდა შედიოდეს ყველა მენეჯერის უფლება-მოვალეობაში. ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი კვალიფიკაციის პროფესიონალები, რომლებიც ყოველთვის გაუწევენ კონსულტაციას - მათ დაქვემდებარებულ ადამიანებს და გადაცემებსაც. მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს უფლება-მოვალეობრივი და არა - პოზიციური დაფიქსირება," - ამბობს შონავა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სტრუქტურის მიხდვით, შონავას დღევანდელი პოზიცია მიმდინარე წლის 17 ივლისიდან უქმდება.
"[ახალი პოზიცია] იმიტომ შევთავაზეთ მისი გამოცდილების და კომპეტენციის დაკარგვა რომ არ გვინდოდა," - განმარტავს გვიმრაძე შონავასთვის ახალი თანამდებობის შეთავაზების მიზეზებს.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები