ვინ აკონტროლებს სინამდვილეში რუსი მილიარდერების ფულს?
სტატია პირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორის, JAMnews-ის ვებსაიტზე.
- უმსხვილეს რუსულ კომპანიებში წილები ეკუთვნის ადამიანს, რომლის ხელფასი 700 დოლარია;
- სანქტ-პეტერბურგთან შენდება ახალი ავტოდრომი, რომლის ფასი 150 მილიონ დოლარს შეადგენს;
- Forbes-ის რუსული სიის მილიარდერებს არათუ თავიანთი კაპიტალების წარმოშობის ახსნა არ შეუძლიათ, არამედ - არც მათი კუთვნილი კომპანიების სახელების ჩამოთვლა.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ერთმანეთთან? ეს კავშირი "ნოვაია გაზეტამ" აღმოაჩინა.
დისშვილი
მიხაილ შელომოვი 48 წლისაა. ის კომპანია "სოვკომფლოტში მუშაობს" მოკრძალებულ თანამდებობაზე, სადაც ხელფასი 700 დოლარს არ აჭარბებს. თავმდაბლად იქცევა, ჟურნალისტების ზარებს თავად პასუხობს. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია. ან არ სურს.
არადა, მისთვის დასმული შეკითხვა საკმაოდ უბრალოდ ჟღერს.
როგორ მოხდა, რომ მოკრძალებული სპეციალისტი ასობით მილიონიანი აქტივების მქონე კომპანიის მფლობელი აღმოჩნდა? ამის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ამ კომპანიათაგან ერთ-ერთმა პეტერბურგის მახლობლად საავტომობილო რბოლისთვის განკუთვნილი ტრასის მშენებლობაში დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ინვესტირება დააპირა.
ჟურნალისტების შეკითხვებზე მიხაილ შელომოვი მხოლოდ ოხრავს და პასუხს თავს არიდებს.
მას მთავარ შეკითხვას არ უსვამენ: ხომ არ უკავშირდება ბიზნესში მისი წარმატება იმას, რომ ის – პრეზიდენტ პუტინის ნათესავია (მისი ბიძაშვილის ვაჟი)? არადა, ამ ნათესაური კავშირი შესახებ ყველამ იცის და მას კრემლიც არ ხდის სადაოს.
სიყმაწვილის მეგობარი
კიდევ ერთი მოულოდნელი რუსი მილიარდერი – მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი, წარმოშობით ასევე პეტერბუგიდანაა.
მის კუთვნილებაშია ოფშორული კომპანია, რომელთანაც სიამოვნებით დებენ მრავამილიონიან გარიგებებს უმსხვილესი ენერგეტიკული, სამშენებლო თუ ფინანსური რუსული კომპანიები.
იმ სახსრების მოცულობა, რომლითაც სერგეი რალდუგინის კომპანია ოპერირებს – 2 მილიარდ დოლარზე მეტია.
როდესაც ეს ფაქტები გამოაშკარავდა, ამას ასეთი ახსნა მოჰყვა: ეს ოფშორული ოპერაციები იმისთვის იყო საჭირო, რომ სერგეი რალდუგინის საქველმოქმედო ფონდში ფულადი სახსრები შესულიყო. რალდუგინი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის ინსტრუმენტების შეძენით არის დაკავებული (ცნობისთვის: 2 მილიარდის ოდენობის თანხა დაახლოებით 20-ჯერ აჭარბებს მსოფლიოში არსებული სტრადივარიუსის ყველა ვიოლინოს ერთად აღებულ ღირებულებას).
გარემოებათა უცნაური დამთხვევით, სერგეი რალდუგინიც არ არის პრეზიდენტ პუტინისთვის უცხო ადამიანი. ისინი სიყრმის მეგობრები არიან – როდესაც ერთი ლენინგრადის კონსერვატორიაში სწავლობდა, მეორე კი – იქაური უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
მეგობრები ძიუდოს წრიდან
ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში დამაჯერებლად ლიდერობენ ძმები ბორის და არკადი როტენბერგები. მათი სიმდიდრის წყარო – მრავალმილიარდიანი სახელმწიფო კონტრაქტებია: 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის სტადიონების მშენებლობა, ყირიმის ხიდის მშენებლობა, "გაზპრომისთვის" მილების მიწოდება და ბევრი სხვა.
ძმები როტენბერგები 70-80-იან წლებში ძიუდოს სექციაზე დადიოდნენ. იქ მათ გაიცნეს ვლადიმირ პუტინი. მათი კარიერა ბიზნესში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს უკანასკნელი რუსეთის პრეზიდენტი გახდა.
სიძე
პრეზიდენტი პუტინი თავისი ორი ქალიშვილის ცხოვრების დეტალების გამჟღავნებაზე უარს აცხადებს. თუმცა, ჟურნალისტების წყალობით, რაღაც მაინც გახდა ცნობილი. უფროსი – მარია ქმართან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობს. მისი ქმარი რუსეთის ბუნებრივი აირის მონოპოლისტის "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს წევრია.
უმცროსი - ეკატერინა - მოსკოვშია, და ფლობს კომპანიას, რომელიც რუსეთის წამყვანი კომპანიებისგან მრავალმილიონიან სახელმწიფო კონტრაქტებს იღებს. ის ვლადიმირ პუტინის КГБ-ს დროინდელი თანამშრომლის ვაჟზე, კირილ შამალოვზეა გათხოვილი.
პრეზიდენტის ქალიშვილზე დაქორწინებამდე კირილ შამალოვის სახელი ბიზნესის სამყაროში არავისთვის იყო ცნობილი. ამ მოვლენის შემდეგ კი, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებთან დადებული განსაკუთრებით წარმატებული გარიგებების შედეგად, ის 1.4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.
Forbes-ის რუსული სიის მიხედვით, თავისუფლად შეიძლება ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფის დაწერა. მასში მისი ცხოვრების ყველა ეტაპი იქნება ასახული: სკოლა, სტუდენტობა, სპორტული წრე, პეტერბურგის КГБ-სა და მერიაში მუშაობა. მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი მისი ნათესავი და მეგობარი გახდა მილიონერი.
თუმცა, ჟურნალისტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ყველა ეს ადამიანი ამ დიდძალი აქტივების რეალური მფლობელია ( ეს აქტივები, ყველაზე მოკრძალებული გამოთვლებით, 40 მილიარდ დოლარს უდრის). სავარაუდოდ, ისინი ალბათ უფრო ნდობით აღჭურვილი პირები არიან.
მაგრამ ვინ განაგებს სინამდვილეში ამ დიდძალ ფულს?
ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აშკარავდება ფაქტები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამ პასუხს მალე გავიგებთ.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მევიოლინე როლდუგინის ოფშორული კომპანიის ანგარიშებიდან დაახლოებით მილიონი დოლარი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის ვიოლინოების ყიდვას კი არ მოხმარდა, არამედ იმ კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხა, რომელიც სირიის ხელისუფლებისთვის ქიმიური იარაღის შექმნაში იღებდა მონაწილეობას.
მიხვდით მინიშნებას?
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები